ფეხბურთი

22:02 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” ტეილორით დაინტერესდა

მერსესაიდული “ლივერპული” უელსური “სუონსის” მარცხენა მცველით ნილ ტეილორით დაინტერესდა – იუწყება ცნობილი გამოცემა ESPN.

26 წლის მცველს “გედებთან” მოქმედი ხელშეკრულება 2016 წელს ეწურება და ჯერჯერობით გახანგრძლივებას არ ჩქარობს. “ლივერპულის” გარდა, მისით რამდენიმე პრემიერლიგური კლუბი ინტერესდება.

ტეილორმა მიმდინარე პრემიერლიგაში 29 შეხვედრა ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109111