ფეხბურთი

21:55 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტერიმ “ჩელსისთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა

როგორც “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ჯონ ტერიმ კლუბთან კონტრაქტი ერთი სეზონით გაახანგრძლივა. ვეტერანმა ინგლისელმა მცველმა “ჩელსის” ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა.

“კლუბთან მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილი ვარ. სამაყოა, როდესაც ასეთ დიდ გუნდში თამაშობ და მისი გულშემატკივრების მხარდაჭერას მუდმივად გრძნობ. იმედი მაქვს, კლუბს დავეხმარები ახალი ტიტულების მოგებაში”, - აღნიშნა ტერიმ.

“ტერი უმაღლესი დონის მცველია, ჯონთან მუშაობით ბედნიერი ვარ, მასთან გაფორმებული ახალი კონტრაქტი კი კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

ტერისა და სტემფორდ ბრიჯელებს შორის გაფორმებულ ახალ კონტრაქტს ვადა 2016 წლის ივნისში ეწურება. ტერი დასავლეთლონდონის კლუბში 1998 წლიდან თამაშობს და გუნდთან ერთად არაერთი ტიტულის მფლობელი გახდა.

0.113365