რაგბი

20:29 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

U-18 ირლანდია-საქართველო, ელიტ დივიზიონის I ტური

24 საათში ტულუზაში სტარტს იღებს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის გათამაშება. ტურნირი რაგბი ევროპის ეგიდით სამხრეთ პირინეებსი რაგბის კავშირის ორგანიზებით იმართება. ჩემპიონატი 27 მარტს მეოთხედფინალური მატჩებით გაიხსნება:

ჩვენი 18-წლამდელები პირველ შეხვედრაში ირლანდიის თანატოლთა ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი საქართველოს დროით 22 საათზე დაიწყება, რომელიც ფრანგული მეორე ელიტური დივიზიონის კლუბ მონტობანის სტადიონზე გაიმართება.

დანარჩენ მეოთხედფინალებში: ინგლისი პორტუგალიას, უელსი იტალიას, ხოლო მასპინძელი საფრანგეთი შოტლანდიას ეთამაშება.

გათამაშების მეორე ტურში (ნახევარფინალები) ჩვენი წყვილის გამარჯვებული/დამარცხებული ნაკრები უელსი-იტალიის წყვილში გამარჯვებულ/დამარცხებულს 31 მარტს ეთამაშება.

უმცროსი ბორჯღალოსნები ტულუზაში 22 მარტს ჩავიდნენ. მანამდე კი, მოკლე შეკრება კლერმონში გაიარეს, სადაც ამავე კლუბის აკადემიის 18-წლამდელთა გუნდთან ისპარინგეს და რამდენიმე ერთობლივი ვარჯიში გამართეს.

ჩვენი გუნდის სამატჩო რაზმი ხვალ დასახელდება, ხოლო მანამდე კი რამდენიმე ცვლილების შესახებ გახდა ცნობილი:


კლერმონთან გამართულ სპარინგში, მხარი დაიზიანა თორნიკე აქუბარდიამ (ხარები). გუშინდელ დღემდე მიმდინარეობდა რეაბილიტაცია, მაგრამ გაირკვა, რომ მიღებული ზიანი მას ტურნირის ბოლომდე თამაშის შესაძლებლობას არ მისცემდა. მის ნაცვლად რაზმში გიორგი ნუცუბიძეს (აია) უხმეს.

ვარჯიშზე ფეხის კუნტი დაიზიანა გიორგი კვესელაძემ (იუნკერები), რომელიც პირველ შეხვედრას გამოტოვებს.

rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113091