ჩოგბურთი

17:19 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძემ მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა.

ბოლქვაძემ ინდოელ სნეჰადევი რედისთან პირველი სეტი კი დათმო, თუმცა, საბოლოოდ, მეტოქე 3:6, 7:6 (11:9), 6:1 დაამარცხა.

მომდევნო წრეში მარიამის მეტოქე პირველი განთესვის მქონე უკრაინელი ვერონიკა კაპშაი იქნება.

სამწუხაროდ, შეჯიბრს გამოეთიშა ოქსანა კალაშნიკოვა. მან მე-8 რეიტინგის მქონე ბულგარელ იულია ტერზისკასთან 4:6, 1:6 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113962