თამაშგარე

10:35 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფული და აბიგაილ კლენსის გული

“ვაჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი თუნდა ხისაო” – ქადაგებს ძველი ქართული და ლადო ასათიანის მიერ გალექსილი ანდაზა. ინგლისელი ფეხბურთელის, პიტერ კრაუჩის მოდელი ცოლი, აბიგაილ კლენსი კი მიიჩნევს, რომ ვაჟკაცმა აბჯარიცა და გულიც მოუსვლელში უნდა მოისროლოს, თუკი მას ფული არ აქვს.

აბიგაილმა ბრიტანულ ბულვარულ მედიასთან საუბარში ბევრ მისთვის მნიშვნელოვან თემაზე იქაქანა და მისი და პიტერის შეწყვილების ამბებიც გაიხსენა. ბოლოს კი დაუფარავად განაცხადა, რომ აყლაყუდა კრაუჩი ნამდვილად არ მოეწონებოდა იგი მდიდარი და ცნობილი კაცი რომ არ ყოფილიყო.

აბიგაილ კლენსი ინგლისში და არამხოლოდ ინგლისში ნამეტნავად ცნობილი ქალია და როგორც იტყვიან, მის სიტყვებს გაჭრა და წონა გააჩნია. ჰოდა რა სიტყვებია ახლა ეს? თუკი კაცი მდიდარი და ცნობილი არ არის, კაცად დაიწუნება? ჰაი ჰაი, რომ ძალიანაც ცდება!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.154942