სხვა

23:45 | 25.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბულგარეთი ჩავარდა

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ აპრილში, თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე, ბულგარეთის ნაკრები ძალოსნობაში აღარ ჩამოვა. მიზეზი დოპინგ-სკანდალია, რომელშიც არა ერთი ან ორი, არამედ მთლიანად ნაკრები გაეხვა.

“სტანაზოლოლს უკვე აღარავინ იყენებს, შოკირებული ვარ. ერთადერთი ვერსია, რატომაც ეს ანაბოლიკები სპორტსმენთა ორგანიზმში შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, საკვების დანამატებია, რომელსაც ჩემი ძალოსნები ვარჯიშის შემდეგ აღდგენითი პროცედურებისთვის იღებდნენ. ის ფირმები, რომლებიც მათ აწარმოებენ და ჩვენ შევიძინეთ, გარანტიას გვაძლევდნენ, რომ დოპინგის შემცველი არაფერი იქნებოდა” - განაცხადა ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ივანოვმა. თვითონ აღნიშნულმა კომპანიებმა, ინციდენტთან რაიმე კავშირის არსებობა კატეგორიულად უარყვეს.

მარტის დასაწყისში, ბულგარეთის ძალოსანთა გუნდი, საქართველოს დედაქალაქში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის შეკრებას გადიოდა, რა დროსაც სათითაოდ ყველა სპორტსმენს დოპინ-სინჯები აუღეს და შედეგმაც არ დააყოვნა. 11 ათლეტის სისხლში სტანოზოლოლის სტეროიდის კვალს მიაკვლიეს, რაც პირდაპირ დოპინგის კატეგორიას განეკუთვნება.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ბულგარეთის ძალოსანთა ნაკრები დოპინგ-გაუგებრობაში ეხვევა. 2008 წლის პეკინის ოლიმპიადამდე, 2 თვით ადრე, ბულგარელთა გუნდი ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩნდა და მაშინაც სრული შემადგენლობით ოლიმპიურ ფიცარნაგზე ასპარეზობა აეკრძალა.

აკრძალული პრეპარატების მიღებაში მხილებულ ბულგარელ ძალოსნებს ოთხი, ხოლო მათ მწვრთნელს ორ-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებათ.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110733