ჩოგბურთი

19:53 | 25.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ITF-მა იტალიელი და ფრანგი ჩოგბურთელები თამაშების ჩაწყობაში ამხილა

მსოფლიო რეიტინგის 425-ე ჩოგანი, იტალიელი უოლტერ ტრუსენდი და რეიტინგის 576-ე ნომერი, ფრანგი ელი რუსე ITF-მა (ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია) თამაშების ჩაწყობაში ამხილა. აღნიშნულ ინფორმაციას Sky sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ჩოგბურთელებმა წაყენებული ბრალდება აღიარეს.

ჯერჯერობით არაა ცნობილი ჩოგბურთის საერთაშორის ფედერაცია სპორტსმენებს კონკრეტულად რომელი მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებს. ITF-მა ჩოგბურთელები 3360 ევროთი დააჯარიმა და 6 თვე ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130573