ფეხბურთი

11:41 | 24.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესი დისკვალიფიკაციას გადაურჩა

სამხრეთიტალიის “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი, “ატალანტასთან” გამართული მატჩის დროს არაკორექტულად იქცეოდა და დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე იყო, მაგრამ სერია A-ს ხელმძღვანელობა მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

ესპანელი სპეციალისტი მსაჯთა ბრიგადის მოქმედებით უკმაყოფილო იყო და შეხვედრის მიწურულს სათადარიგოთა სკამიდან გააძევეს. Corriere dello Sport-ის ცნობით, ბენიტესის მხოლოდ სიტყვიერ გაფრთხილებას ასეთი ოფიციალური გახსნა დაურთეს: ის მოედანზე იმის გამო შევიდა, ეგონა მატჩი დასრულებული.

ამრიგად, “ნაპოლის” მწვრთნელი სერია A-ს 29-ე ტურის მატჩის დროს, რომელშიც ნეაპოლელები “რომას” სტუმრად ეთამაშებიან, გუნდთან ერთად სათადარიგოთა სკამზე იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109674