ჭადრაკი

0:03 | 23.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილიც მერვედფინალშია

მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატის მე-3 წრეში გასულ ლელა ჯავახიშვილს (2481) და მერი არაბიძეს (2374) კიდევ ერთი ქართველი მოჭადრაკე ბელა ხოტენაშვილი (2513) შეუერთდა.

ტურნირის მე-2 რაუნდში ხოტენაშვილის და ჩინელი ქიან ჰუანგის (2473) დაპირისპირება ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. მეტოქეებმა კლასიკური პარტიები ფრედ დაასრულეს. ტაი-ბრეიქზე სწრაფ ჭადრაკში (25-წუთიანი) პაექრობაშიც თანაფარდობა აღინიშნა. ანგარიშით 1:1 დამთავრა მომდევნო 10-წუთიანი პარტიებიც. შემდეგ, უკვე ბლიც-პარტიების ჯერიც მოვიდა. ხოტენაშვილმა პირველ პარტიაში იმარჯვა, მეორე კი დრამატული ბრძოლის შემდეგ ყაიმით დასრულდა.

ამრიგად, ქართველმა დიდოსტატმა საერთო ანგარიშით 4.5:3.5 იმარჯვა და როგორც აღვნიშნეთ, მსოფლიოს ქალთა ინდვიდუალური ჩემპიონატის მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

მე-3 წრეში ქართველ მოჭადრაკეთა წილისყრა ამგვარია:

ლელა ჯავახიშვილი (2481) – ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2552)

ჟაო ქსიუ (ჩინეთი, 2527) – ბელა ხოტენაშვილი (2513)

ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2530) – მერი არაბიძე (2374)

მერვედფინალის პარტიები 23-24 მარტს შედგება.

0.115941