ძიუდო

22:06 | 22.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

დავით ქევხიშვილი: “ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ,  თბილისის გრან პრი დადებითად შეაფასა”

დღეს თბილისის სპორტის სასახლეში ძიუდოს გრან პრი დასრულდა, რომელიც სამი დღის განმავლობაში 20-22 მარტს მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს.

თბილისის გრან პრის დასრულების შემდეგ ტურნირის ქართველმა გამარჯვებულმა ძიუდოისტებმა და ტურნირის ორგანიზატროება ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთეს.

ბექა ღვინიაშვილი (თბილისის გრან პრის გამარჯვებული, 90 კგ): “ბედნიერი დღეა ჩემთვის. საქართველოში გრან პრი პირველად მოვიგე. ფინალში მეგობარს, უძლიერეს ძიუდოისტს, ვარლამ ლიპარტელიანს მოვუგე. ეს ჯერ დასაწყისია, ყველაფერი წინ მაქვს”.

ლევან მატიაშვილი (თბილისის გრან პრის გამარჯვებული, +100 კგ): “ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. ადამ ოქრუაშვილი უძლიერესი სპორტსმენია, ძალიან მძიმე მატჩი გამოვიდა, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლე და გავიმარჯვე”.

ლევან ყიფიანი (სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი): “ვულოცავ ჩვენ სპორტსმენებს მედლებს. დღეს მართლაც გამორჩეული და კარგი დღე იყო - 2 ოქრო და ორი ვერცხლი მოვიპოვეთ. ტურნირი კარგად ორგანიზებული იყო, ასევე ჩვენ მორაგბეებს მინდა გუშინდელი გამარჯვება მივულოცო”.

დავით ქევხიშვილი (საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი): “პირველ რიგში გულშემატკივრებს მადლობა სპორტის სასახლეში მოსვლისა და ქომაგობისთვის. 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოვიპოვეთ, გუნდურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი დავიკავეთ. საბოლოო ჯამში ქართველი ძიუდოისტებითვის წარმატებული ტურნირი გამოვიდა. რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები, რასაც სპორტსმენები მწვრთნელთან ერთად გამოასწორებენ. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, თბილისის გრან პრი უკვე დადებითად შეაფასა”.

ირაკლი უზნაძე (საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “პირველი წარუმატებელი დღის შემდეგ გუშინ და დღეს ჩვენი ძიუდოისტები უკეთ გამოიყურებოდნენ და მედლებიც მოიპოვეს. იყო ხარვეზები, მაგრამ საბოლო ჯამში ნაკრების გამოსვლას დადებითად შევაფასებ. როგორც იცით, გუნდურ ჩათვლაში საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ჭრიკიშვილის მარცხს, ძიუდო სპორტია, რომელშიც ყველაფერი ხდება”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114394