ფეხბურთი

20:01 | 11.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასი: “შემდეგ ეტაპზე გასვლა პრინციპულად მნიშვნელოვანია”

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში ლონდონის “ჩელსი” ფრანგულ “პარი სენ ჟერმენს” უმასპინძლებს. ლონდონელთა ესპანელმა ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- საპასუხო მატჩს “ჩელსი” კარგ ფორმაში ხვდება?

- ამ პერიოდში ბევრი თამაში ჩავატარეთ და სამ ფრონტზე ასპარეზობა რთულია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ მატჩში საუკეთესო “ჩელსის” ვიხილავთ. მომდევნო ეტაპზე გასვლა ეს ერთადერთი მიზანია.

- ევროპული ასპარეზზე გამოცდილება გაქვთ...

- ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია. ბოლო წუთებში იგებ თუ აგებ, ან პენალტების სერიაც კი შეიძლება საჭირო გახდეს. ყურადღებით თამაში გვჭირდება. პსჟ უფრო გამოცდილია, რადგან უფრო ასაკოვანი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ჩვენ ახალგაზრდული გუნდი ვართ და შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა. ყოველშემთხვევაში არაფრის გვეშინია.

- რას ნიშნავს ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება?

- ვიცრუებ თუ ვიტყვი, რომ არაა განსაკუთრებული ტურნირი. ფეხბურთელისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება და ლიგაში გამარჯვება ერთანირად მნიშვნელოვანია. ზეწოლა არაა, მაგრამ გვსურს მაქსიმალურად მაღალ მიზანს მივაღწიოთ.

- ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა...

- აქამდე შესანიშნავი იყო, მაგრამ ასეც ველოდი. როცა “ჩესლიში” გადავდიოდი ვიცოდი, რომ დიდებულ მწვრთნელთან მომიწევდა მუშაობა. მათამაშებს ჩემს საუკეთესო პოზიციაზე, რომელზეც კარიერაში არასდროს მითამაშია. ვეხმარები გუნდს და ვერთობი მასთან მუშაობით. იმედია მოვიგებთ ამ ტიტულს და კიდევ ბევრ სხვას...

- გამთამაშებლის ფუნქცია...

- ეს უფრო სტრატეგიული პოზიციაა, თამაშის რიტმის კონტროლი დიდწილად შენზეა დამოკიდებული. უნდა მოვუმატო დაცვით ფუნქციებში. გამოცდილება დროსთან ერთად მოდის და დარწმუნებული ვარ, ყოველმხრივ მოვუმატებ.

- ნემანია მატიჩი...

- დიდი ფეხბურთელია. საოცარ სეზონს ატარებს. მას გუნდისთვის დაცვაშიც და შეტევაშიც მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. იგი თამაშის მიმდინარეობას ტაქტიკურადაც კარგად აკონტროლებს.

- შემდეგი ნაბიჯი...

- თამაშის დამთავრებამდე არ უნდა მოვდუნდეთ. როცა გავიტანთ ერთ გოლს, უნდა ვიფიქროთ, მეორეს გატანაზე, შემდეგ მესამეზე... მხოლოდ ასე მივიღებთ უკეთეს შედეგს. იმედია პსჟ-ს ბარიერს გადავლახავთ.

0.112884