ფეხბურთი

13:39 | 7.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

 მე-18 ტურში, 18 წლის შემდეგ

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის მთავარი ამბავი, იმის გარდა, რომ თბილისის “დინამომ” ლიდერობა დაიბრუნა, “სამტრედიაში” ვეტერანი, 37 წლის ალექსანდრე იაშვილის გამოჩენა იყო. “იაშკა” 18 წლის შემდეგ დაუბრუნდა ჩვენს ჩემპიონატს. ამ ხნის განმავლობაში კი შესანიშნავი კარიერა ჰქონდა გერმანიაში. იყო “ფრაიბურგისა” და “ბოხუმის კაპიტანი. ბოლოს ბაქოს “ინტერში” თამაშობდა და თითქოს გასულ ზაფხულს კარიერაც დაასრულა. მაგრამ შვიდთვიანი უქმობის შემდეგ იაშვილი ისევ მინდორზეა. როგორც თვითონ ამბობს, ეს ნაბიჯი მეგობრების თხოვნით გადადგა და თან ფეხბურთიც მოენატრა.

საერთოდ, საინტერესო დებიუტანტია “სამტრედია.” გუნდში ბევრი ცნობადი სახეა, რომლებსაც თავის დროზე ეროვნული ნაკრების ღირსებაც დაუცავთ. ზამთარში მათ 33 წლის ზურაბ ხიზანიშვილიც შეემატა, რომელიც პირველ წრეში თბილისის “დინამოში” თამაშობდა. სხვათა შორის, ხუთშაბათს “სიონს” პირველი გოლი სწორედ მან გაუტანა. ვფიქრობთ, ეს კარგი პრეცედენტია ჩვენს შინაურ ჩემპიონატში, ასეთი გამოცდილი ლეგიონერების დაბრუნება, თუნდაც მცირე ხნით, ბევრს ასწავლის და მეტ მოტივაციას მისცემს მათ გვერდზე მყოფ ახლგაზრდებს.

“სამტრედიამ” “სიონს” 3:1 მოუგო დ მეოთხე ადგილზეა. საერთოდ წლევანდელ ჩემპიონატში ლიდერებშიც და აუტსაიდერებშიც ქულებში ისეთი მცირე სხვაობაა, რომ ყოველ ტურში შეიძლება ლიდერიც შეიცვალოს და საპრიზო სამეულის განლაგებაც.

ხუთშაბათს ტურის 7 შეხვედრა ჩატარდა. თბილისის “დინამომ” “ზეტაფონს” უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და წინა ტურში დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა. დუბლი შეასრულა დინამოელთა ესპანელმა ახალწვეულმა მანუელ ონვუმ. ახლა მას 3 მატჩში 3 გოლი მოუგროვდა.

ქობულეთში ბათუმის “დინამომ” ლიდერ გორის “დილას” თეიმურაზ შონიას გოლით სძლია. გაიმარჯვა მეორე აჭარულმა გუნდმაც, “შუქურამ” “ჩიხურას” ორი უპასუხო გოლი გაუტანა. “ცხინვალმა” ქვეყნის თასზე დამარცხებისთვის “ვეტერინარებთან” რევანში აიღო. ისევ ვერ გაიმარჯვა “ტორპედომ.” ქუთაისელთა მოუგებელი სერია უკვე 12 მატჩს ითვლის.

Pპარასკევს კი მეგრულ დერბიში “კოლხეთმა” სტუმრად “ზუგდიდი” დაამარცხა და ცხრილში ორი ადგილით დაწინაურდა.

9 მარტს საქართველოს თასის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩები ჩატარდება. მორიგი ტური კი 13-14 მარტს გაიმართება.

მე-18 ტური

5 მარტი

გურია (ლანჩხუთი) – მეტალურგი (რუსთავი) 1:0 (1:0)

1:0 თორნიკე მოსიაშვილი (18)

დინამო (ბათუმი) – დილა (გორი) 1:0 (0:0)

1:0 თეიმურაზ შონია (63)

ტორპედო (ქუთაისი) – მერანი (მარტვილი) 1:1 (1:1)

0:1 საბა ლომია (32), 1:1 ნიკოლოზ საბანაძე (45)

ცხინვალივიტ ჯორჯია (თბილისი)1:0 (0:0)

1:0 ლაშა შინდაგორიძე (80)

ჩიხურა (საჩხერე) – შუქურა (ქობულეთი) 0:2 (0:0)

0:1 გიორგი გურული (86), 0:2 გიორგი კუხიანიძე (90)

სამტრედიასიონი (ბოლნისი) 3:1 (1:0)

1:0 ზურაბ ხიზანიშვილი (40), 2:0 რევაზ გეწაძე (47), 2:1 ცოტნე ქებურია (68), 3:1 ილია კერძევაძე (90)

დინამო (თბილისი) – ზესტაფონი 3:2 (1:1)

0:1 ირაკლი სიხარულიძე (4), 1:1, 2:1 მანუელ ონვუ (45, 58 პენ), 2:2 გურამ სამუშია (70), 3:2 ლაშა თოთაძე (73)

6 მარტი

ზუგდიდიკოლხეთი (ფოთი) 0:2 (0:0)

0:1 ომარ გოგნაია (63), 0;2 ლევან შენგელია (89)

1.

დინამო თბ.

18

11

2

5

31:17

35

2.

დილა

18

10

4

4

25:15

34

3.

დინამო ბთ.

18

10

3

5

22:14

33

4.

სამტრედია

18

9

4

5

21:13

31

5.

ცხინვალი

18

9

3

6

18:22

30

6.

ჩიხურა

18

7

5

6

21:21

26

7.

გურია

18

6

7

5

18:25

25

8.

შუქურა

18

6

6

6

18:18

24

9.

მეტალურგი

18

6

5

7

19:19

23

10.

მერანი

18

5

7

6

14:15

22

11.

კოლხეთი

18

5

6

7

15:19

21

12.

ზესტაფონი

18

4

8

6

33:28

20

13.

ტორპედო

18

3

9

6

19:21

18

14.

ზუგდიდი

18

4

6

8

10:19

18

15.

სიონი

18

4

5

9

15:25

17

16.

ვიტ ჯორჯია

18

3

4

11

16:24

13

მე-19 ტური

13 მარტი: ცხინვალი – სამტრედია, ზესტაფონი – სიონი, მერანი – დინამო (ბთ)

14 მარტი: მეტალურგი – ჩიხურა, ვიტ ჯორჯია – ტორპედო, კოლხეთი – გურია, შუქურა –დინამო (თბ), დილა - ზუგდიდი

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია), გიორგი ილურიძე (ზესტაფონი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.058338