სხვა

23:12 | 6.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

დარბაზის ჰოკეიში საქართველოს ჩემპიონობა ქუთაისის გუნდმა მოიპოვა

28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ოზურგეთის სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა დარბაზის ჰოკეიში ქალთა შორის.

ფინალურ შეხვედრაში, რომელიც განსაკუთრებულად დაძაბული გამოდგა, ქუთაისელმა ჰოკეისტებმა 3:2 დაამარცხეს აბაშის გუნდი და ქვეყნის ჩემპიონების ტიტული მოიპოვეს. მე-3 ადგილი დაიკავა ჩოხატაურის ქალთა გუნდმა.

საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესი მეკარედ დასახელდა ანი სალდაძე (ქუთაისი), ნახევარმცველად სოფო ქორჩილავა (აბაშა), ჩემპიონატზე 7 ბურთი გაიტანა ახალგაზრდა ჰოკეისტმა თეო კუპრაძემ, ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადაეცა ლელა სვინტრაძეს (ქუთაისი).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის გუნდი მომავალ წელს მონაწილეობას მიიღებს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, სადაც ქართული გუნდის მეტოქეები ბუგარეთის, დანიის, შვედეთის და ულესის ჩემპიონები იქნებიან.

21-23 მარტს ოზურგეთის სპორტის სასახლე დარბაზის ჰოკეიში საქართველოს ჩემპიონატს ამჯერად მამაკაცთა შორის უმასპინძლებს. მონაწილეობას მიიღებენ თბილისის, აჭარის, ქუთაისის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და აბაშის გუნდები.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.116301