ფეხბურთი

21:13 | 6.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეგრული დერბი “კოლხეთის” გამარჯვებით დასრულდა

დღეს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის დარჩენილი შეხვედრა გაიმართა. ზუგდიდში, “ბაიას” ბაზაზე ერთმანეთს “ზუგდიდი” და ფოთის “კოლხეთი” დაუპირისპირდნენ.

“ზუგდიდმა” წინა ტურში ქობულეთის “შუქურა” დაამარცხა და ბესიკ შეროზიას მოსვლის შემდეგ უკეთ ათამაშებულ მასპინძლებს დღეს განსაკუთრებული მოტივაცია ჰქონდათ. გარდა იმისა, რომ დერბი იყო, ამ მატჩამდე “კოლხეთი” და “ზუგდიდი” თანაბარი ქულებით იყვნენ სატურნირო ცხრილში და დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებულ სტიმულ მატებდა მატჩს.

რაც შეეხება ფოთის “კოლხეთს”, ზაზა ინაშვილის გუნდს ყველაზე მწირი ბიუჯეტი აქვს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდებთაგან და ამასთანავე დიდი ხანია ფოთელებს საკუთარ სტადიონზე არ უასპარეზიათ. მიუხედავად ამისა, “კოლხეთი” მაყურებელს გამართულ, კარგ ფეხბურთს აჩვენებს და რაც მთავარია, შედეგიანს.

გასახარად, “ბაიას” ბაზაზე მოსული გულშემატკივარი მრავალრიცხოვანი იყო. გარდა ზუგდიდელი და ფოთელი ქომაგებისა, მეგრულ დერბიზე დასასწრებად გულშემატკივრები სამეგრელოს სხვადასხვა ქალაქებიდანაც ჩამოვიდნენ.

შეხვედრა კი დერბისთვის უჩვეულო, საკმაოდ ნელ ტემპში დაიწყო და საწყისი 20 წუთი ლევან კაკულიას წაქცევისთვის დანიშნულ საჯარიმო დარტყმას და ლუკა გუგუჩიას საპასუხო სტანდარტს თუ არ ჩავთვლით, როცა ღონღაძე ცდილობდა ბურთის კარში გადაგზავნას, რეალური საგოლე მომენტი არ შექმნილა.

პირველ ნახევარში ყველაზე რეალური შანსი მაინც ლევან კუტალიას ჰქონდა. მან მარჯვენა ფლანგზე ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა თავისი მეურვე და ზუსტადაც დაარტყა კარში, მაგრამ ფოთელთა კიპერი უშეცდომო იყო.

თამაშის შემდგომ “ზუგდიდელთა” მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამაც აღნიშნა და ძნელია არ დაეთანხმო, დღეს “კოლხეთმა” სწორი ფეხბურთი ითამაშა, დაცვაში შეცდომები არ დაუშვა და რეალური შანსები გოლებად გარდასახა.

მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო, როცა სტუმართაგან მერაბ გიგაური შორიდან, უძლიერესი დარტყმით დაემუქრა ბობღიაშვილი კარს. ზუგდიდელთა კარის დარაჯმა დამაჯერებლად ითამაშა და კუთხურზე მოიგერია ბურთი. გიგაურის დარტყმისგან კი იხსნა ბობღიაშვილმა თავისი გუნდი, მაგრამ გოგონაიასთან ვერაფერს გახდა, თუმცა ამ შემთხვევაში ძნელია მასპინძელთა კიპერი დაადანაშაულო. ჯიქიას მიერ წამოწყებული შეტევის შემდეგ დიდი დრო მოანდომეს ზუგდიდელმა მცველებმა საკუთარი საჯარიმოდან ბურთის გამოტანას, რითაც მშვენივრად ისარგებლა ომარ გოგონაიამ და ახლო მანძილიდან ეფექტური დარტყმით ზუგდიდელთა კარის ბადე შეარხია.

გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლებმა უფრო მეტი სიმწვავე შეიტანეს თამაშში და რამდენიმე საკმაოდ სახიფათო იერიში განახორციელეს. 81-ე წუთზე ლუკა გუგუჩიას ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი, მაგრამ სეფიაშვილმა ითამაშა დამაჯერებლად. 85-ე წუთზე კი იმავე გუგუჩიას მოწოდებული კუთხურის შემდეგ პაჭკორიას თავური დარტყმა გამოდგა მცირეოდენ არაზუსტი.

შეტევაში გართულ ზუგდიდელებს რამდენიმე სახიფათო კონტრიერიში გამოეპარათ. ერთ-ერთი შეტევის დროს 89-ე წუთზე შეცვლაზე შესული ლევან შენგელია აღმოჩნდა ხელსაყრელ ადგილას. შენგელიას, მართალია, მცველი უშლიდა ხელს, თუმცა მოწინააღმდეგეს სისწრაფეში აჯობა, საჯარიმოსკენ შეიწია და უძლიერესი დარტყმით მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 0:2.

ბესიკ შეროზია (“ზუგდიდის” მთავარი მწვრთნელი): “კოლხეთმა” დაცვიდან არჩია თამაში. უკანა ხაზზე ფოთელებს თითქმის შეცდომა არ დაუშვიათ. ვცილობდით მეტოქის დაცვა გაგვერღვია, მაგრამ ვერ მოვახერხეთ და საკუთარ კარში მივიღეთ ბურთი. შემდეგ ვაბანკზე წავედით, თუმცა თამაში ვერ შემოვატრიალეთ. მიუხედავად ამისა, წინაა ყველაფერი. დარჩენილია 12 ტური და მომდევნო მატჩებში შევეცდებით შესაძლებლობიდან გამომდინარე მაქსიმუმი გავაკეთოთ”.

ზაზა ინაშვილი (“კოლხეთის” მთავარი მწვრთნელი): “მოგეხსენებათ, ეს იყო მეგრული დერბი და ორივე გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა, რათა წარმატებისთვის მიეღწია. ბიჭებმა ყველა დავალება მაქსიმალურად შეასრულეს და დამსახურებულად მოვიგეთ. “ზუგდიდს” უმაღლეს ლიგაში დარჩენასა და წარმატებებს ვუსურვებ”.

6 მარტი. ზუგდიდი. ”ბაიას” ბაზა

“ზუგდიდი” (ზუგდიდი) - “კოლხეთი” (ფოთი) 0:2 (0:0)

“ზუგდიდი”: ბობღიაშვილი, მაჩაიძე, ღონღაძე (კუკავა, 75), პაჭკორია, მეგრელიშვილი, ტყემალაძე (სამუშია 88), კობერიძე (ეხვაია 46), ლომია, კუტალია, წურწუმია, გუგუჩია.

მთავარი მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

“კოლხეთი”: სეფიაშვილი, კილასონია, ჩაკვეტაძე, თევზაძე, თედო კაკულია, ლევან კაკულია (ამბროლაძე 65), გოგონაია, გურეშიძე (ჟიშკარიანი 78), ჯიქია, გიგაური, სიჭინავა (შენგელია 86).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

გოლები: გოგონაია (63), შენგელია (89)

გაფრთხილება: პაჭკორია (75), სამუშია (90+2)

მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

1.

დინამო თბ.

18

11

2

5

31:17

35

2.

დილა

18

10

4

4

25:15

34

3.

დინამო ბთ.

18

10

3

5

22:14

33

4.

სამტრედია

18

9

4

5

21:13

31

5.

ცხინვალი

18

9

3

6

18:22

30

6.

ჩიხურა

18

7

5

6

21:21

26

7.

გურია

18

6

7

5

18:25

25

8.

შუქურა

18

6

6

6

18:18

24

9.

მეტალურგი

18

6

5

7

19:19

23

10.

მერანი

18

5

7

6

14:15

22

11.

კოლხეთი

18

5

6

7

15:19

21

12.

ზესტაფონი

18

4

8

6

33:28

20

13.

ტორპედო

18

3

9

6

19:21

18

14.

ზუგდიდი

18

4

6

8

10:19

18

15.

სიონი

18

4

5

9

15:25

17

16.

ვიტ ჯორჯია

18

3

4

11

16:24

13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია), გიორგი ილურიძე (ზესტაფონი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109688