კალათბურთი

20:53 | 6.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლეჟავა და ლონდარიძე ვარჯიშს შეუდგნენ

საქართველოს თასის ნახევარფინალში მოასპარეზე “დინამოს” წამყვანი კალათბურთელები უკანახაზელი ბესო ლეჟავა და მძიმე ფორვარდი ილია ლონდარიძე ხანმოკლე უქმობის შემდეგ ვარჯიშს შეუდგნენ.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა კალათბურთელებმა რამდენიმე ვარჯიში გამოტოვეს და ახლა სრული დატვირთვით ვარჯიშობენ. ლეჟავას ფეხი აწუხებდა, ხოლო ლონდარიძე გაციებული იყო.

0.12014