ჩოგბურთი

20:32 | 6.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გლაზგოში, მეოთხედფინალისთვის...

დევისის თასის მსოფლიო ჯგუფის მერვედფინალში კენჭისყრამ ერთმანეთს დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები შეახვედრა. ტრადიციული მეტოქეების დაპირისპირების პირველ მატჩში რეიტინგის მეხუთე ნომერმა ენდი მარეიმ ამერიკელი დონალდ იანგს 6:1, 6:1, 4:6, 6:2 სძლია და კუნძულელები 1:0 წინ გაიყვანა. ბრიტანელთა და ამერიკელთა დაპირისპირება მარეის სამშობლო შოტლანდიაში, კერძოდ გლაზგოში მიმდინარეობს.

27 წლის ენდის კლასიფიკაციის 47-ე ნომერ იანგის დასამარცხებლად 2 საათი დასჭირდა. მარეის აქტივში 7 ბრეიკი და 10 ეისია.

დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მერვედფინალის მეორე მატჩში ერთმანეთის პირისპირ ჯეიმს უორდი და ჯონ იზნერი წარსდგებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129202