კალათბურთი

20:01 | 6.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რუსთავმა” ფინალში თამაში თითქმის გაინაღდა

დასრულდა საქართველოს თასის ნახევარფინალურ სერიაში მოასპარეზე “ბათუმისა” და “რუსთავის” პირველი შეხვედრა, რომელსაც აჭარის დედაქალაქი მასპინძლობდა. “რუსთავმა” 85:75 გაიმარჯვა და სერიაში 1:0 დაწინაურდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მეორე შეხვედრას ქვემოქართლელები უმასპინძლებენ, რომლებიც საკუთარ მოედანზე გაორმაგებული ძალებით თამაშობენ, შეიძლება ითქვას, რომ ქვემოქართლელებმა ფინალში თამაში თითქმის გაინაღდეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, 3 წამყვანი კალათბურთელის ბობ ჯინ იანგის, ავთანდილ ელიაშვილისა და მამუკა ბოლქვაძის გარეშე დარჩენილ “ბათუმს” დღევანდელ შეხვედრაში ძალიან გაუჭირდა და ლოგიკური შედეგიც დაფიქსირდა. შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. საწყისი 2 პერიოდი “რუსთავმა” დიდი ანგარიშით 43:21 მოიგო. მეორე ტაიმში სტუმრები ოდნავ მოეშვნენ და მეტოქეს ანგარიშში სხვაობის შემცირების საშულება მისცეს. ეს შანსი მასპინძლებმა გამოიყენეს, ანგარიშში 22 ქულიანი სხვაობა 10 ქულამდე კი შეამცირეს, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვერ შეძლეს. თუ გავითვაისწინებთ, რომ იანგისა და ბოლქვაძის თამაში რუსთავშიც გამორიცხულია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ “ბათუმმა” მეორე შეხვედრაში სერიის ანგარიშის გათანაბრება მოახერხოს.

დღევანდელ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი “რუსთავის” ცენტრალურმა თავდამსხმელმა აკაკი დვალიშვილმა აჩვენა, რომელმაც 25 ქულითა და 12 მოხნით ორმაგი დუბლი შეასრულა. მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიან ირაკლი მიქელაძის ანგარიშზე 20 ქულა აღინიშნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102945