ფეხბურთი

18:53 | 6.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ქასიმფაშა” დვალის “რედინგიდან” გამოსყიდვას აპირებს

თურქული ინტერნეტპორტალი sporx.com-ის ინფორმაციით, “ქასიმფაშას”, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, ინგლისის ჩემპიონლიგის “რედინგიდან” ქართველი მცველის ლაშა დვალის გამოსყიდვა სურს.

19 წლის დვალი “რედინგიდან” თურქეთის სუპერლიგაში მოასპარეზე კლუბში იჯარით ზამთარში გადავიდა და ბოლო სამი მატჩი სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა. მისი სატრანსფერო ფასი 200000 ევროა, ხოლო ფეხბურთელის ხელფასი 5000 ევროს შეადგენს. სასტარტოში ჩატარებულ თითოეულ მატჩში კი, ის ბონუსად 1000 ევროს იღებს.

sporx.com-ი იუწყება, რომ დვალის ტრანსფერი რეალურია, რადგან თურქეთის სუპერლიგაში კარიერის გაგრძელება ფეხბურთელსაც სურს.

თეგებილაშა დვალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110797