ანონსი

17:16 | 6.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

9 მარტი. 12:00 საათი. სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“.

გაიმართება ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ნაკრების ოფიციალური პრეზენტაცია. აღნიშნულ ღონისძიებას, ჩემპიონატის ორგანიზატორი, სპორტული სააგენტო SBM -ის წარმომადგენლები, ნაკრების მენეჯერები, გუნდის კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი დაესწრებიან, რომლებიც ამ პროექტის სამომავლო გეგმებზე და პერსპექტივებზე ისაუბრებენ.

ნაკრების შემადგენლობა ლიგის გუნდებში მოთამაშე გამორჩეული ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული. გუნდის მთავარი მწვრთნელის ვინაობა კი უშუალოდ ამ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, 13:15 სთ-ზე ნაკრები პირველ ღია ვარჯიშს გლდანში მდებარე ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის ცენტრალურ დარბაზში გამართავს. ამ შეკრების ფარგლებში კიდევ ერთი ვარჯიში, 10 მარტს 20:00 სთ-ზეა დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102627