სხვა

13:33 | 6.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყინულის ჰოკეიში საქართველოს ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპს ბათუმი უმასპინძლებს

7-8 მარტს ბათუმში, სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ყინულის მოედანზე სტარტს აიღებს ყინულის ჰოკეიში საქართველოს ჩემპიონატის 2014/15 წლის სეზონის საგაზაფხულო ეტაპი და VII და VIII ტურის მატჩები გაიმართება.

საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობას ოთხი გუნდი იღებს, საიდანაც 3 თბილისური კლუბია („რუხი მგლები", „ყინულის რაინდები", „ცეცხლოვანი ჯვაროსნები"), ხოლო 1 – ბაკურიანის („მიმინო").

შაბათს, 7 მარტს მატჩები გაიმართება 18:00 საათსა („რუხი მგლები" თბილისი-"ყინულის რაინდები" თბილისი) და 20:00 საათზე („ცეცლოვანი ჯვაროსნები" თბილისი-„მიმინო" ბაკურიანი) ხოლო, კვირას, 8 მარტს, 10:00 საათზე თბილისის „რუხი მგლები" ბაკურიანის „მიმინოს" დამარცხებას შეეცდებიან, ხოლო 12:00 საათზე თბილისური დერბი გაიმართება - „ყინულის რაინდები" „ცეცხლოვანი ჯვაროსნების" წინააღმდეგ.

ზამთრის ეტაპის დასრულების შემდეგ, სატურნირო ცხრილს ბაკურიანის „მიმინო" ლიდერობს, რომელსაც ექვს თამაშში ქულა არ დაუკარგავს.

18 მარტიდან საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის წინა შეკრებას ისევ ბათუმში გამართავს. ჩემპიონატის მესამე დივიზიონის მატჩები 2015 წლის 3-12 აპრილს გაიმართება თურქეთში, ქალაქ იზმირში და მასში მონაწილეობას საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად, თურქეთის, ლუქსემბურგის, ჩრდილოეთ კორეის, გაერთიანებული საემიროების, ჰონგ-კონგისა და ბოსნია-ჰერცოგოვინას ეროვნული ნაკრებები მიიღებენ.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფედერაციის გენერალურ მდივანს სანდრო ვაშაკიძეს. ტელ: 577 44 99 88, ელ-ფოსტა: sandro@una.ge

საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132538