სხვა

12:38 | 6.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა იწყება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმართველობის ხელშეწყობით მასშტაბურ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას იწყებს. პროექტის გენერალური სპონსორია “IDS ბორჯომი საქართველო”.

ოლიმპიადა 15 მარტს მცხეთაში დაიწყება. ფინალური თამაშები ანაკლიის “მომავლის ბანაკში” გაიმართება.

აღნიშნულთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა. სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა და განათლების და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ოლიმპიადის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ლევან ყიფიანი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): “სკოლებს შორის ოლიმპიადა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ოლიმპიადა ჩვენი ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესს შეუწყობს ხელს. მინდა მადლობა გადავუხადო სასკოლო ფედერაციებს, განათლების და მეცნიერების მინისტრს ქალბატონ თამარ სანიკიძეს და გენერალურ სპონსორს “ბორჯომს”, მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნული პროექტის განხორციელება”.

თამარ სანიკიძე (განათლების და მეცნიერების მინისტრი): “ძალიან კარგი პროექტია. ხელი უნდა შევუწყოთ ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესს. მადლობა ყველას ვინც ამ ოლიმპიადის ჩატარებას ხელს უწყობს”.

ზაზა კიკვაძე (კომპანია “ბორჯომის” გენერალური დირექტორი): “ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია საქართველოს ჰყავდეს ჯანსაღი თაობა, აქედან გამომდინარე დაუფიქრებლად დავთანხმდით და ჩავერთეთ ამ გრანდიოზულ პროექტში”.

ოლიმპიურ შეჯიბრებებში 11 ქალაქის – თბილისის, ბათუმის, მცხეთის, გორის, რუსთავის, თელავის, ოზურგეთის, ახალციხის, ქუთაისის, ზუგდიდის და ამბროლაურის საჯარო და კერძო სკოლების გუნდები ჩაერთვებიან.

სასკოლო გუნდები ერთმანეთს 4 სახეობაში შეეჯიბრებიან: კალათბურთი (3X3), მაგიდის ჩოგბურთი, მინი ფეხბურთი, მძლეოსნობა და მხიარული სტარტები.

წელს სასკოლო ოლიმპიადა პირველად გაიმართება და პროექტი საპილოტეა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დღესვე გამოაცხადა კონკურსი, რომელიც სპეციალურად სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის სლოგანის შექმნას ითვალისწინებს. სკოლის მოსწავლეებს სლოგანის გამოგზავნა შეუძლიათ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე, -pr@msy.gov.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110682