ფეხბურთი

17:27 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დილა” “ჩელე არენაზე” დაეცა

ხუთშაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-18 ტურის შვიდი შეხვედრა იმართება. ექვსი მატჩი უკვე დამთავრდა და აქედან სამში ანგარიში 1:0 დაფიქსირდა. ასე მოუგო “გურიამ” “მეტალურგს,” ბათუმის “დინამომ” “დილას” და “ცხინვალმა” “ვიტ ჯორჯიას.”

ყველაზე გამოსარჩევი ქობულეთური მატჩია, რომელშიც ბათუმის “დინამომ” ლიდერ გორის “დილას” თეიმურაზ შონიას გოლით მოუგო და ჯერჯერობით მეორე ადგილზე დადგა. გაიმარჯვა მეორე აჭარულმა გუნდმაც, “შუქურამ” “ჩიხურას” ორი უპასუხო გოლი გაუტანა. “ცხინვალმა” ქვეყნის თასზე დამარცხებისთვის “ვეტერინარებთან” რევანში აიღო. გაიმარჯვა ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა – “სამტრედიამაც.”

მე-18 ტური

5 მარტი

გურია (ლანჩხუთი) – მეტალურგი (რუსთავი) 1:0 (1:0)

1:0 თორნიკე მოსიაშვილი (18)

დინამო (ბათუმი) – დილა (გორი) 1:0 (0:0)

1:0 თეიმურაზ შონია (63)

ტორპედო (ქუთაისი) – მერანი (მარტვილი) 1:1 (1:1)

0:1 საბა ლომია (32), 1:1 ნიკოლოზ საბანაძე (45)

ცხინვალი – ვიტ ჯორჯია (თბილისი)1:0 (0:0)

1:0 ლაშა შინდაგორიძე (80)

ჩიხურა (საჩხერე) – შუქურა (ქობულეთი) 0:2 (0:0)

0:1 გიორგი გურული (86), 0:2 გიორგი კუხიანიძე (90)

სამტრედია – სიონი (ბოლნისი) 3:1 (1:0)

1:0 ზურაბ ხიზანიშვილი (40), 2:0 რევაზ გეწაძე (47), 2:1 ცოტნე ქებურია (68), 3:1 ილია კერძევაძე (90)

დინამო (თბილისი) – ზესტაფონი

თბილისი. “დინამო არენა.” 17:00

დისკვალიფიცირებულები: ოთარ ხიზანეიშვილი, მიხეილ გაგოშიძე (ორივე – ზესტაფონი)

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. ფიფია, დ. გაბისონია, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 3:2

6 მარტი

ზუგდიდი – კოლხეთი (ფოთი)

ზუგდიდი. “ბაიას” ბაზა. 15:00

დისკვალიფიცირებულები:გია ჩადუნელი (კოლხეთი), ავთო ენდელაძე (ზუგდიდი)

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ზ. ბერულავა, დ. კვეტენაძე, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:1

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო),

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატშ იმოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატისგანმავლობაშიგუნდისმიერმიღებული – წითელ – ყვითელიბარათებისრაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარიქულებისდაგროვებისშემთხვევაში, უპირატესობამიენიჭებანაკლებწითელბარათს);

- თუგუნდებსესმაჩვენებელიცთანაბარიაღმოაჩნდებათ, ადგილებისგამოსავლენადმოეწყობაკენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062298