ფეხბურთი

1:58 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირველი რაუნდის რომაული ფრე

დღეს იტალიის თასის გათამაშება განახლდა. ნახევარფინალურ ეტაპზე რომში, ერთმანეთს ადგილობრივი “ლაციო” და აღნიშნული ტურნირის მოქმედი გამარჯვებული “ნაპოლი” დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა საინტერესო სანახავი გამოდგა და ორივე გუნდის კართან სახიფათო მომენტები მრავლად შეიქმნა, თუმცა გუნდებმა გატანა მხოლოდ თითოჯერ მოახერხეს. პირველი ნახევარი უფრო მეტად მასპინძლების იყო, მეორე – სტუმრების.

სტეფანო პიოლის შეგირდები 33-ე წუთზე მიროსლავ კლოზემ დააწინაურა. ვეტერანი გერმანელი მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია. კლოზეს დუბლის შესრულება მელევე შეეძლო, მაგრამ ამჯერად მეკარე ანდუხარს დუელი ვერ მოუგო, დამატებაზე კი ფელიპე ანდერსონის დარტყმული მიგელ ბრიტოსმა კარის ხაზიდან გამოიტანა. მეორე 45 წუთი უფრო მეტად “ნაპოლის” უპირატესობით წარიმართა. რაფა ბენიტესის გუნდმა 58-ე წუთზე გაათანაბრა. გონსალო იგუაინი კარში დარტყმას ლამობდა, თუმცა საბოლოოდ, მანოლო გაბიადინიზე გამჭოლი გადაცემა გამოუვიდა, ვინაც ცარიელ კარში ადვილად გაიტანა. დარჩენილ დროში გუნდების მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა და ყველაფერი განმეორებით მატჩში გადაწყდება, რომელიც ნეაპოლში, 8 აპრილს გაიმართება.

ნახევარფინალის მეორე შეხვედრაში 5 მარტს, ტურინის “იუვენტუსი” და ფლორენციის “ფიორენტინას” უმასპინძლებს.

“ლაციო” – “ნაპოლი” 1:1 (1:0)

რომი, “ოლიმპიკო”

“ლაციო” (4-3-3): ბერიშა; ბასტა, დე ვრეი, მაურისიო, რადუ; კატალდი, ბილია, პაროლო; კანდრევა (კეიტა 72), კლოზე (პერეა 82), ანდერსონი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; მესტო, ალბიოლი, ბრიტოსი (კულიბალი 77), გულამი; ლოპესი, ინლერი; მერტენსი, დე გუზმანი (ჰამშიკი 81), გაბიადინი (კალეხონი 73); იგუაინი

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

გოლები: 1:0 კლოზე (33), 1:1 გაბიადინი (58)

გაფრთხილება: ბასტა (53), კლოზე (66) – ბრიტოსი (21), მესტო (54), ალბიოლი (65), ინლერი (83)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (6) – 15 (9) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 8:6 გაფრთხილება: 2:4

მსაჯი: ანტონიო დამატო

0.125831