სხვა

0:34 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გუნდური მე-3 ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

ჰოლანდიის ქალაქ არნემში დაწყებული ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ახალგაზრდა ტყვიის მსროლელ ვაჟთა ნაკრებმა მე-3 ადგილის დაკავება მოახერხა.

ცნობისთვის, შეჯიბრი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში იმართება, საქართველოს ნაკრების ღირსებას კი ვლადიმერ მაიოროვი, აკაკი მოსულიშვილი და ცოტნე მაჭავარიანი იცავდნენ.

საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე უკეთ მაიოროვი გამოვიდა, რომელმაც 570 ქულა დააგროვა, დანარჩენებმა კი ასპარეზობა 568 ქულით დაასრულეს. ჯამში, ქართულ სამეულს 1706 ქულა მოუგროვდა და როგორც აღვნიშნეთ, გუნდურში მესამეზე გავიდა. პირველი ლატვია იყო 1708 ქულით, მეორე კი – რუსეთი 1707-ით.

ინდივიდუალურ შეჯიბრში ქართველთაგან ფინალში მხოლოდ მაიოროვი გავიდა, რომელიც საკვალიფიკაციო გასროლაში მე-6 იყო, მოსულიშვილი მე-11 გახლდათ, ხოლო მაჭავარიანი – მე-15. გადამწყვეტ ეტაპზე მაიოროვმა მე-8 შედეგი აჩვენა და კვარცხლბეკს მიღმა დარჩა.

ევროპის ჩემპიონატზე უფროსთა შორის ქალებსა და ვაჟებში თითო მონაწილე გვეყოლება – ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე. გოგონებში ორი ქართველი მსროლელი იასპარეზებს – ლიზი კილაძე და მარიამ მაღრაძე.

5 მარტს გოგოების დუეტი ისვრის, მერე კი უფროსების ჯერიც დადგება – 6-ში ცეცხლის ხაზზე ქადაგიძე დადგება, 7-ში კი სალუქვაძე იასპარეზებს.

0.115051