ფეხბურთი

22:06 | 4.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩიხრაძის გამარჯვება აზერბაიჯანის თასზე

აზერბაიჯანის თასის გათამაშების მეოთხედფინალური მატჩში გიორგი ჩიხრაძის “სიმურგმა” სტუმრად 3:0 დაამარცხა “გაბალა.” ანგარიში მე-17 წუთზე ცერანმა გახსნა, “სიმურგის” შემტევმა 55-ე წუთზე დუბლი შეასრულა, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში 57-ე წუთზე ლამბოტიმ დააფიქსირა.

სტუმრად მოპოვებული გამარჯვებით “სიმურგს” ნახევარფინალში გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა. საპასუხო მატჩი ზაქათალაში 13 მარტს გაიმართება.

შეგახსენებთ, გიორგი ჩიხრაძის გუნდის მსგავსად პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა ბაქოს “ინტერმა.” კახა ცხადაძის გუნდმა საკუთარ მოედანზე ალვაროსა და მამედოვის გოლებით ლენქორანის “ხაზარი” დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114365