ფეხბურთი

21:43 | 4.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” “პორტუს” ფეხბურთელით დაინტერესდა

როგორც “მარკა” იუწყება, “პორტუს” 23 წლის მცველი დანილო ლუიზ და სილვა შესაძლოა მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი გახდეს. ესპანური წყაროს ინფორმაციით, 23 წლის მოთამაშის სავარაუდო სატრანსფერო თანხად 16 მილიონი გირვანქა სტერლინგი სახელდება.

დანილოსა და “პორტუს” შორის არსებული ხელშეკრულება 16 თვეში დასრულდება.

დანილოს დებიუტი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 2011 წელს შედგა. ცენტრალური მცველი პორტუგალიურ კლუბში გადასვლამდე ბრაზილიურ გუნდებში “ამერიკასა” და “სანტოსში” თამაშობდა, 2012 წლიდან კი “პორტუს” ფეხბურთელია.

დანილომ მიმდინარე სეზონის პორტუგალიის ჩემპიონატში 21 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

თეგებიდანილო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112189