ფეხბურთი

20:50 | 4.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის თებერვლის სიმბოლური

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო თერთმეტეული გამოაქვეყნა.

სიმბოლურში ყველაზე მეტი, სამ-სამი მოთამაშე “ვალენსიადან” და “სელტადან”. ფიგურირებს. თვის საუკეთესო გუნდშია ლიონელ მესი, ხოლო კრიშტიანო რონალდუმ რჩეულთა ნაკრებში მოხვედრა ვერ დაიმსახურა.

თებერვლის საუკეთესო გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე:
სერხიო ალვარესი (“სელტა”);
მცველები: ხოსე ლუის გაია, შკოდრან მუსტაფი (ორივე “ვალენსია”), გუსტავო კაბრალი (“სელტა”), რობერტო როსალესი (“მალაგა”);
ნახევარმცველები: მიკაელ კრონ-დელი (“სელტა”), ისკო ალარკონი (“რეალი”), დანიელ პარეხო (“ვალენსია”);
თავდამსხმელები: ალბერტო ბუენო (“რაიო ვალეკანო”), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”).

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110418