ფეხბურთი

19:34 | 4.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძის გაწვრთნილებმა 1/4-ფინალის პირველი მატჩი მოიგეს

აზერბაიჯანის საფეხბურთო თასის 1/4-ფინალის პირველ მატჩში, კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილმა ბაქოს “ინტერმა” თავის მოედანზე “ხაზარ-ლენქორანი” 2:0 დაამარცხა.

“ინტერის” ქართველი ლეგიონერებიდან მცველმა ლაშა სალუქვაძემ და თავდამსხმელმა ბაჩანა ცხადაძემ სრულად ითამაშეს, ხოლო მეკარე გიორგი ლომაია თადარიგში იყო. ცენტრალური მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი ტრავმირებულია და 18-კაციან განაცხადში არ იყო.

მატჩის 41-ე წუთზე ანგარიში თბილისის “დინამოს” ყოფილმა ლეგიონერმა ესპანელმა ალვარომ გახსნა. 69-ე წუთზე ასიფ მამედოვმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. შეხვედრის მიწურულს სალუქვაძემ ყვითელი ბარათი მიიღო.

ბაქოში თანაქალაქელი “ნეფთჩისა” და აზალ-ის დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ამ შემთხვევაში მასპინძელი “ნეფთჩი” იყო. მცველმა ლაშა კასრაძემ სტუმრებში 90 წუთი იასპარეზა. აზერბაიჯანის თასზე საპასუხო შეხვედრები 13 მარტს გაიმართება.

უკრაინის თასის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში დონეცკის “ოლიმპიკი”, რომლის კარს უკრაინის მოქალაქე ზაურ მახარაძე იცავს, სტუმრად პოლტავის “ვორსკლას” დაუზავდა – 0:0. მახარაძეს არ უთამაშია. საპასუხო მატჩი 8 აპრილს შედგება.

0.115168