ჩოგბურთი

17:33 | 4.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სამარანჩის ორდენი ფერერს

ესპანელ დავიდ ფერერისთვის 2015 წელი მეტად წარმატებულად დაიწყო. ვალენსიელმა დოჰას, რიო დე ჟანეიროს, აკაპულკოს ტურნირები მოიგო და წლეულს ჯერჯერობით ერთადერთი მარცხი აქვს განცდილი. გუშინ კი ფერერს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტის ხუან ანტონიო სამარანჩის სახელობის ორდენი გადაეცა.

ეს პრიზი სამარანჩის ოჯახმა დააწესა და ჯილდო ათლეტს სპორტულ მიღწევებთან ერთად, საქმისადმი პროფესიული მიდგომისა და ახალგაზრდებისთვის მისაბაძი ადამიანური თვისებების გამო მიენიჭება.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი დავიდ ფერერის მშობლიურ ქალაქ ვალენსიაში ჩატარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128035