ფეხბურთი

17:32 | 4.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვარლამ კილასონია: “ფეხბურთელებს ვერ ვეტყვი ფული სახლიდან მოიტანონ”

რუსთავის “მეტალურგის” მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ “მსოფლიო სპორტთან” განაცხადა, რომ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მე-18 ტურში ლანჩხუთში ადგილობრივ “გურიასთან” მატჩის ჩაშლას არ გეგმავენ, მაგრამ ფეხბურთელებს ვერც გზის ფულის სახლიდან მოტანას მოთხოვს.

ვარლამ კილასონია: “ჩვენ გაფიცულები არ ვართ. სამშაბათს იმისთვის არ შევკრებილვართ, რომ მომდევნო თამაშზე გასვლას არ ვაპირებთ. რატომღაც ასე გაშუქდა, მაგრამ მსაგვსი რამ არავის უთქვამს. უბრალოდ, გვსურდა ვიღაცას ყურადღება მოექცია. თამაშს ხომ არ ჩავშლით? სირცხვილია. თუმცა, ხელმძღვანელობა სამგზავრო თანხას თუ ვერ გამოძებნის, ფეხბურთელებს ვერ ვეტყვი ფული სახლიდან მოიტანეთ მეთქი. ჩვენ ოთხშაბათს ჩვეულებრივად შევიკრიბეთ და ვივარჯიშეთ. სხვა საქმეა რა გუნდი ვართ, მაგრამ ამ ბიჭებს მონდომება არ აკლიათ. თუ ფული იქნება თამაშის დღეს დილას თამაშზე წავალთ. მე ყოველივე ამას როდემდე გავუძლებ ვერ გეტყვით. მაინც ბავშვები არიან და როგორც იმ 8-10 ფეხბურთელს დავეხმარე და ამჟამად, ისინი სხვა გუნდებში არიან, მსურს ხელი ამათაც შევუწყო. თუმცა, ამდენი თამაშების წაგება რთული ასატანია”.

- გუნდიდან წასვლას ხომ არ ფიქრობთ?

- ყველამ იცის, რომ მე არაფერ შუაში ვარ. თუმცა, ნამდვილად არ მინდა, რომ გუნდი ჩემს ხელში გავარდეს. რაც შეგვიძლია ვაკეთებთ, მაგრამ ასეთ პირობებში თამაშებს მოვიგებთ? დასავლეთ საქართველოში თამაშის დღეს რომ წახვალ, რა შანსი გაქვს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სამგზავრო ფული თუ იქნება გუნდს შევკრებ და თამაშს არ ჩავშლით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109143