ფეხბურთი

16:30 | 4.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

უეფა ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ბილეთების გაყიდვას იწყებს

უეფა ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების სეზონის ფინალისთვის ბილეთების გაყიდვას ხუთშაბათს დაიწყებს და 23 მარტს დაასრულებს. გადამწყვეტი შეხვედრა გერმანიის დედაქალაქ ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” 6 ივნისს გაიმართება.

ფინალისთვის მოედნის ტევადობა 70 500 ადამიანზე იქნება გათვლილი. აქედან ჩვეულებრივი გულშემატკივრებისთვის 46 000 ადგილია გამოყოფილი, 20-20 ათასი თითო გუნდის გულშემატკივრებს, ხოლო 6 ათასი ნეიტრალურ მხარდამჭერებს. დარჩენილი რაოდენობა კი უეფას ორგანიზაციისთვის, ევროვნული ასოციაციებისთვის, სპონსორებისთვის და სამაუწყებლო კომპანიებისთვისაა გათვალისწინებული.

ბილეთის ფასი 70 ევროდან იწყება და ოთხ კატეგორიადაა დაყოფილი. პირველი მაღალი კლასის ბილეთი 390 ევრო ღირს, მეორე – 280, მესამე – 160 და მეოთხე – 70.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122956