სხვა

15:52 | 4.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

Toyota PRADO და Toyota Land Cruiser 200 - პოპულარობის საიდუმლო

Toyota-ს ბრენდებს შორის, Toyota PRADO და Toyota Land Cruiser 200 ჩვენს რეგიონში, ყველაზე პოპულარულ და საუკეთესო გაყიდვად მოდელებად ითვლება. როგორც Toyota-ს ოფიციალურ წარმომადგენლობაში განმარტავენ, PRADO-სა და LC200-ზე დიდი მოთხოვნა, მათი საუკეთესო მაჩვენებლებით, მართვის გამორჩეული შესაძლებლობებითა და სპეციფიკაციებით არის განპირობებული.

ბოლო პერიოდში ამ მოდელების მიმართ ინტერესი გაორმაგდა - საქართველოში ტოიოტას ორივე ოფიციალური დილერი - “ტოიოტა ცენტრი თბილისი” და “ტოიოტა ცენტრი თეგეტა” ავტომოყვარულებს პარტნიორ ბანკებთან ერთად შეღავათიან აქციებს სთავაზობს.

Land Cruiser-ის ისტორია 60 წელზე მეტს ითვლის. ეს არის საუკეთესო ტექნიკური მახასიათებლებით დაკომპლექტებული, ლეგენდარული off-road-ერი, რომელიც წარმატებით იყიდება მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში. „ჩვენს რეგიონში ეს მოდელები განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს, რაც გამოწვეულია მათი საუკეთესო ადაპტირებით უგზოობის პირობებზე, ასევე იმ ფაქტით, რომ კომფორტის თვალსაზრისით ეს ავტომობილები უდაოდ პრემიუმ და ბიზნეს კლასს განეკუთვნებიან.“-აცხადებენ ტოიოტას წარმომადგენლობაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ კავკასიაში გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს 7 სავარძლიანი მოდელი. ავტომობილის ამ სერიას გააჩნია სავარძლების მესამე რიგი, რომლის დაკეცვის შემთხვევაში მომხმარებელი იღებს საკმაოდ ტევად საბარგულს. ასეთი მოდელები განსაკუთრებით მოსახერხებელია მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რომლებსაც უყვართ ქალაქგარეთ ან ხანგრძლივ მოგზაურობებში ავტომობილით სიარული.

ამჟამად საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დიზელის მოდელები. ამ მოდელებში დიზელის საწვავის მოხმარების ეკონომიურობა კიდევ უფრო გაუმჯობესებულია: დაახლოებით 8 -11 ლ 100 კილომეტრზე ქალაქში. ამასთანავე ავტომობილს აქვს მაბრუნებელი მომენტი 400/1600-2800, 188 ცხენის ძალა, აჩქარება კი აღწევს 11,7 წამს 0-100 კილომეტრზე. ასევე 226 გ/კმ-დე შემცირებულია გამონაბოლქვის მაჩვენებელი.

გარდა ამისა აღნიშნული მოდელების ძარა, MT(მულტი-ლანდშაფტური) მონიტორი და MTS სისტემა, მფლობელს საშუალებას აძლევს აირჩიოს სასურველი მართვის რეჟიმი სხვადასხვა პირობებში სატარებლად. მისი X-HAC - პნევმატური დაკიდების სისტემა კი უზრუნველყოფს ავტომობილის რბილ და კომფორტულ მართვას.

ავტომოყვარულთათვის კარგად არის ცნობილი PRADO-სა და LC200-ის სხვა მნიშვნელოვანი და გამოყენებადი ფუნქციებიც, რომლებიც ამ მოდელების გამორჩეულობას კიედვ ერთხელ უსვამს ხაზს:

KDSS სისტემა ანიჭებს მანქანას მეტ თავდაჯერებულობას და უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას როგორც ქალაქის, ასევე უგზოობის პირობებში.

AVS სისტემა იძლევა ავტომობილის ამაღლების საშუალებას, რაც განსაკუთრებით აქტუალურია გზის გაუვალ მონაკვეთებზე მოძრაობისას.

HAC სისტემა ეხმარება მძღოლს აღმართზე ასვლის შემთხვევაში ხოლო DAC სისტემა დაღმართებსა და ციცაბო ფერდობებზე ჩამოსვლის დროს.

Crawl control ამარტივებს ავტომობილის ტარებას უგზოობის პირობებში და ამცირებს აქსელერატორისა და მუხრუჭის ხშირი გამოყენების აუცილებლობას..

VFS სისტემა არეგულირებს საჭის ფუნქციონირებას, აეროდინამიკის მაჩვენებლებს და საწვავის მოხმარებას დიდ დისტანციაზე ტარების შემთხვევებში.

NVH სისტემა უზრუნველყოფს ხმაურის დონის შემცირებას სალონში, რაც განსაკუთრებით კომფორტულია სწრაფად ტარებისას.

მომხმარებლებს ავტომობილების აქციების პირობებით შეძენა, ტოიოტა ცენტრ თბილისსა და ტოიოტა ცენტრ თეგეტაში მარტის ბოლომდე შეეძლებათ.

®

0.158398