ფეხბურთი

15:45 | 4.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სტაბეკის” ახალწვეულს გოროზიას იმედი აქვს

ნორვეგიის საფეხბურთო ელიტესერიანის (უმაღლესი ლიგა) “სტაბეკის” რუს ახალწვეულს 21 წლის ევგენი კირისოვს ახალ გუნდში ადაპტაციის გასავლელად ქართველი ნახევარმცველის გიორგი გოროზიას იმედი აქვს.

“ინგლისური არცთუ კარგად ვიცი, მაგრამ გარკვეულწილად გიორგი გოროზიას დახმარების იმედი მაქვს. მან ცოტა რუსული იცის” – იუწყება კირისოვის სიტყვებს ინტერნეტპორტალი ბუდსტიკკა.ნო.

19 წლის გოროზია “სტაბეკში” შარშან ზაფხულში გადავიდა და 4 მატჩი გაატარა.

0.116698