სხვა

13:56 | 4.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო ხარჯებს ამცირებს

მაშინ, როდესაც შარშან გამართულ სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასტრონომიული თანხები დაიხარჯა და ამ თემის ირგვლივ დღესაც არ წყდება მითქმა-მოთქმა, ტოკიოში დაგეგმილი ზაფხულის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი ცდილობს თამაშებისთვის მაქსიმალურად ნაკლები ხარჯი გასწიოს.

როგორც იაპონური გამოცემა თჰე ჟაპან თიმეს გვიმტკიცებს, “ტოკიო 2020” ნავარაუდევზე 1.7 მილიარდი დოლარით ნაკლები დაჯდება, რაც არცერთი ქვეყნისთვის პატარა თანხა ნამდვილად არ გახლავთ. თავდაპირველი გათვლებით, ამ გრანდიოზული სპორტული ფორუმის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის 3.8 მილიარდი დოლარი იყო საჭირო, თუმცა როგორც უკვე გითხარით, მასპინძლები ხარჯის მნიშვნელოვნად შემცირებას აპირებენ.

იაპონელებმა ეკონომიას რამდენიმე შეჯიბრებისთვის ადგილის შეცვლის წყალობით მიაღწიეს. მაგალითად, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ოლიმპიური ტურნირები ცხენოსნობასა და კალათბურთში უკვე არსებულ სპორტულ არენებზე ჩაატარონ და ახალი აღარ ააშენონ. მათ ასევე ადგილმდებარეობა შეუცვალეს ნიჩბოსნობის სლალომს. გამოცემისვე თქმით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამ ინიციატივის წინააღმდეგი არ არის.

იაპონიის დედალაქალაქმა ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება, 2 წლის წინ, ბუენოს-აირესში გამართულ სოკ-ის სესიაზე მოიპოვა. თამაშები 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

www.geonoc.org.ge

თეგებიტოკიო 2020
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125384