თამაშგარე

10:24 | 4.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეგობრობა სიშიშვლის თანხლებით

ბრაზილიელმა ფოტომოდელმა და მსახიობმა, ლაის რიბეირომ მორიგ თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და მის ამ საქციელში უცნაური და სკანდალური არაფერი იქნებოდა რომ არა ერთი დეტალი: ლაისმა ეს ფოტოსესია ბრაზილიელ მწვრთნელს, კარლოს დუნგას მიუძღვნა!

როგორც ტანკენარი მოდელი განმარტავს, დუნგასთან მას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს და იყო დრო, როდესაც მათ შორის მცირეხნიანი რომანიც იყო გაბმული. ამჟამად მათ შორის მხოლოდ მეგობრობაა და ნიფხვისამარა ფოტოებიც მეგობრული ჟესტია და მეტი არაფერი.

ლაის რიბეირომ და კარლოს დუნგამ რა თქმა უნდა არ იციან ცნობილი ქართული გამოთქმა: “ტრუსიკის მეგობარი”, თორემ ამ უცნაურობას სულ მარტივად ახსნიდნენ. ჩვენ ვერ ვიმკითხავებთ, მაგრამ ასეთ ქალთან მეგობრობა ცოტა რთული ამბავი რომაა – ცხადია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146235