ფეხბურთი

21:59 | 3.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

უეფას ექსპერტთა სტუმრობა თბილისში

2 მარტს თბილისს უეფას წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. სტუმართა ვიზიტის მიზანი, უეფას სუპერთასის მატჩისთვის ქვეყნის მთავარი საფეხბურთო არენის მზადყოფნაა. „დინამო არენას“ რეაბილიტაციის პროექტს სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“ ახორციელებს. მეტწილად სწორედ ფონდის წარმომადგენლები იყვნენ უეფას სამუშაო ჯგუფებთან მიმდინარე სამუშაოების განხილვის პროცესის მონაწილენი. უეფას წარმომადგენლებს სარეაბილიტაციო სამუშაოების უკლებლივ ყველა დეტალი აინტერესებთ. ისინი საქართველოს დედაქალაქში 4 მარტამდე დარჩებიან. ოთხშაბათს, 16:00 საათიდან „დინამო არენას“ მედია-ცენტრში დაიწყება დასკვნითი შეხვედრა. მასზე სტუმრები ქართულ მხარეს მათი თვალით დანახულ სარეაბილიტაციო სურათს წარუდგენენ. უეფას ექსპერტთა მიერ გაკეთებულ რეკომენდაციებზე სამუშაოდ კი, 5 თვე დარჩება.

ტექნოლოგიური განვითარების ფონდი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143256