რაგბი

19:51 | 2.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სარეიტინგო ადი-ჩადი

საქართველოს ნაკრებმა მადრიდში ესპანეთი 26:13 დაამარცხა და რეიტინგს თითქმის 0,5 ქულა შეჰმატა, რაც სრულიად საკმარისი იქნებოდა და იტალიის მე-14 საფეხურიდან დასაქვეითებლად, მაგრამ ჩვენს ჯიბრზე “აძურამ” ედინბურგში შოტლანდია სენსაციურად 22:19 დაამარცხა და მარტო პოზიცია კი არ შეინარჩუნა, უპირატესობა თითქმის 2 ქულამდე გაზარდა.

ირლანდიამ ინგლისის 19:9 დამარცხებით 2015 წლის მსოფლიო თასის მასპინძელი მესამე ადგილიდან ჩამოაქვეითა, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს საუკეთესო გუნდად მოგვევლინა და სამხრეთ აფრიკას 2-ზე ნაკლები ქულით ჩამორჩება. უელსმა პარიზში 20:13 მოგებით ამ გუნდთან უპირატესობა 4-ქულამდე გაზარდა, თუმცა მე-6 ადგილს ვერ ასცდა. ზემოთნახსენებმა შოტლანდიამ იტალიასთან მარცხით მე-9 პოზიცია დაკარგა და მე-10 საფეხურამდე დაეშვა.

რუსეთმა რუმინეთს 16:13 რომ მოუგო, მე-19 ადგილზე აინაცვლა და საქართველოს ამ პოზიციით ეწვევა. ქულებთან ერთად მე-16 ადგილი დაკარგა რუმინეთმა, რომელსაც ამერიკამ გადაასწრო.

მსოფლიო რაგბის რეიტინგი 2 მარტისთვის

1 (1). ახალი ზელანდია 93,70

2 (2). სამხრეთ აფრიკა 88,23

3 (4). ირლანდია 86,38

4 (3). ინგლისი 85,11

5 (5). ავსტრალია 82,95

6 (6). უელსი 82,85

7 (7). საფრანგეთი 78,96

8 (8). არგენტინა 78,23

9 (10). სამოა 75,39

10 (9). შოტლანდია 75,22

11 (11). იაპონია 74,70

12 (12). ფიჯი 74,57

13 (13). ტონგა 74,12

14 (14). იტალია 73,08

15 (15). საქართველო 71,19

16 (17). აშშ 67,61

17 (16). რუმინეთი 67,03

18 (18). კანადა 66,83

19 (20). რუსეთი 64,73

20 (19). ურუგვაი 63,58

21 (21). ესპანეთი 61,61

22 (23). პორტუგალია 58,37

23 (22). ნამიბია 58,27

24 (24). კორეა 57,22

25 (25). ზიმბაბვე 55,83

26 (26). ჰონკონგი 55,79

27 (27). ბელგია 55,58

28 (29). გერმანია 54,87

29 (30). ჩილე 54,54

30 (28). მოლდოვა 54,26

31 (31). კენია 53,25

32 (32). უკრაინა 52,33

33 (36). ჰოლანდია 52,29

...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116497