ფეხბურთი

18:26 | 28.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარიო გომესი: “იტალიას ბევრი წარმომადგენელი ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ჰყავდეს”

ფლორენციის “ფიორენტინას” თავდამსხმელ მარიო გომესს “გაძეტა დელო სპორტის” ჟურნალისტი შეხვდა და საკმაოდ საინტერესო თემებზე ესაუბრა.

მარიო გომესი ფლორენციულ გუნდში 2013 წლის ზაფხულში ჩაირიცხა. მის წარდგენას “არტემიო ფრანკის” სტადიონზე 25 ათასი გულშემატკივარი დაესწრო და შესაბამისად მასზე დიდ იმედს ამყარებდნენ, თუმცა გერმანელ ფეხბურთელს თავის შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა იტალიაში ბოლომდე გაუჭირდა.

- ახლანდელი გომესი ნამდვილი მარიო გომესია?

- ორი თვის შემდეგაც ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობდი. ვფიქრობ, იმ თამაშებში, რომლებშიც გოლი ვერ გამქონდა, კარგად ვთამაშობდი, თუმცა ჩემზე მაინც ცუდად ლაპარაკობდნენ. როდესაც თავდამსხმელს გოლი ვერ გაგაქვს, ფიქრობ რა შეცვალო შენს სათამაშო სტილში. შემდეგ ფიზიკურად უფრო მოვჯობინდი და გოლების გატანაც დავიწყე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე მოხდებოდა.

- არასდროს გიფიქრიათ, რომ თქვენი ფლორენციული მოღვაწეობა დასრულდა? იანვარში იყო საუბარი თქვენი და მატია დესტროს შესაძლო ბარტერზე...

- არასდროს. ჩემი გზა ისევ აქაა. “ფიორენტინასთვის” მაქსიმუმს გავიღებ.

- იმიტომ, რომ ხალხი ელოდა ასეთ გომესს?

- გულშემატკივრებმა იცოდნენ, რომ მე ფლორენციაში მინდოდა წასვლა. როცა “ბაიერნში” ვიყავი მეუბნებოდნენ: “წამოდი “ფიორენტინაში”. ეს, ასე მოხდა.

- ახლა თქვენ უბრალოდ უნდა მოიგოთ რამე...

- გამარჯვება არის იმის მიზეზი, რის გამოც ფეხბურთს აქ ვთამაშობ. ახლა ჩვენ ვართ “რომას” პირისპირ ევროპის ლიგაზე, “იუვენტუსის” პირისპირ იტალიის თასზე და მესამე ადგილისთვის ვებრძვით “ნაპოლის”. იტალიის სამ საუკეთესო გუნდს, მაგრამ ჩვენ ვეცდებით...

- ევროპის ლიგაზე 5 იტალიური გუნდია...

- ცვლილებებს ევროპის ლიგაზე ნაჩვენები შედეგებიც ადასტურებს, მაგრამ თქვენს ფეხბურთს ბევრი წარმომადგენელი ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ჰყავდეს და არა ევროპის ლიგაზე. როგორც იყო იტალიაში ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული.

- ახლა კარგად ხართ. გაგაქვთ გოლები, მაგრამ როცა ევროპის ლიგაზე ითამაშებთ, სერია ა-ს მატჩს ტოვებთ.

- მონტელამ მითხრა, რომ ჩვენ გვყავს დიდი გუნდი და აუცილებელია ვარირება, რადგან არ გადავიღალოთ, რაც საბოლოოდ ტრავმებსაც ხშირად იწვევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109986