ფეხბურთი

12:16 | 28.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგა – 1/16 ფინალი ციფრებში

იტალია

მას შემდეგ, რაც იტალიის 5 გუნდი გავიდა 1/16 ფინალში, მათ მოახერხეს და მომდევნო ეტაპზეც მაქსიმალური რაოდენობის წარმომადგენელი ეყოლებათ. 1/8 ფინალში კი ევროპის ლიგის არსებობის 5-წლიან ისტორიაში ამდენი წარმომადგენელი არცერთ ქვეყანას ჰყოლია.

სხვა ქვეყნები

ესპანეთი, რუსეთთან და უკრაინასთან ერთად, ერთ-ერთია იმ სამი ქვეყნიდან, რომლის 2 გუნდი ითამაშებს მერვედფინალში. ბელგია, თურქეთი, ინგლისი, გერმანია და ჰოლანდია კი თითო გუნდით წარსდგებიან.

პორტუგალია

2014-2015 წლების სეზონი პირველია, როცა მერვედფინალში პორტუგალიური გუნდი ვერ გავიდა. ინგლისიდან და ესპანეთიდან კი ზედიზედ მეექვსე სეზონია ერთი გუნდი მაინც გადის პლეიოფის მეორე ეტაპზე.

“სპორტინგი”

“ვოლფსბურგთან” საშინაო ფრის შემდგომ (0:0), ლისაბონის “სპორტინგი” ტურნირს საკუთარ მოედანზე წაუგებლად დაემშვიდობა. ლისაბონელებს ევროპის ლიგაზე ზედიზედ 20 საშინაო მატჩი არ წაუგიათ. ეს კი აბსოლუტური რეკორდია.

“ზენიტი”

სანკტ-პეტერბურგის “ზენიტმა” ევროპის ლიგაზე პსვ-ს 3:0 ძლევის შემდგომ, “პეტროვსკიზე” მიჯრით მერვე მატჩი მოიგო. უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ორ გუნდს აქვს. მადრიდის “ატლეტიკოს” და ლისაბონის “ბენფიკას” (10-10 მოგება).

“ზენიტი” 1/8 ფინალში მესამედ გავიდა. ასეთივე შედეგი აქვს ესპანურ “ვალენსიას” უკეთესი შედეგი კი მხოლოდ “ბენფიკას” გააჩნია – 4.

“ეინდჰოვენი”

“პსვ ეინდჰოვენმა” სანკტ-პეტერბურგში ევროპის ლიგაზე საიუბილეო, 50-ე შეხვედრა გამართა. ეს კი საუკეთესო შედეგია. ჰოლანდიელებთან ყველაზე ახლოს ავსტრიული “ზალცბურგი” და პორტუგალიური “სპორტინგია” 40 მატჩით.

“ზენიტთან” 0:3 დამარცხების შემდგომ, “ეინდჰოვენს” ევროპის ლიგაზე ყველაზე მეტი, 54 გოლი აქვს გაშვებული. ერთით მეტი, ვიდრე ბუქარესტის “სტიაუას”. სამაგიეროდ ჰოლანდიურ გუნდს ყველაზე ბევრიც აქვს გატანილი – 72.

“ნაპოლი”

“ნაპოლიმ” თურქული “ტრაბზონის” 1:0 ძლევის შემდეგ, ზედიზედ მეხუთე მშრალი მატჩი ჩაატარა და ამით რეკორდი დაამყარა. ოთხი გუნდია ისეთი, რომლებსაც გოლი ზედიზედ 4 შეხვედრა არ გაეშვათ.

პირველად...

ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონის მერვედფინალებს 6 დებიუტანტი ჰყავს: “რომას”, “დნიპროს”, “ევერტონის”, “ტორინოს”, “ბრიუგესა” მოსკოვის “დინამოს” სახით.

მიჯრით მეორედ...

“ნაპოლი”, “ფიორენტინა” და “სევილია” ტურნირის ამ ეტაპზე გასულ სეზონშიც იმყოფებოდნენ.

ტაბუირებული სამი...

“ტოტენჰემის” ტურნირიდან გამოთიშვის შემდეგ, ევროპის ლიგის მერვედფინალში ზედიზედ სამი სეზონი კვლავაც ვერცერთი გუნდი ახერხებს გაღწევას.

5-დან 5...

ევროპის ლიგაზე “ბეშიქთაში” – “ლივერპულის” მატჩი იყო მეხუთე, რომელშიც გამარჯვებული პენალტების სერიით გაირკვა. თუმცა, პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა გამარჯვებულმა გუნდმა ყველა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

სტუმრად გოლის გარეშე

“ბეშიქთაში” – “ლივერპული” 1/16 ფინალში ერთადერთი მატჩი იყო, რომელშიც დამატებით დრო დაინიშნა. თავის მხრივ, ტურნირის ამ ეტაპზე პირველად მოხდა, რომ გამარჯვებული სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით არ გამოვლენილა.

ლუკაკუ

“ევერტონის” ბელგიელმა თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ “იანგ ბოიზს” ორ მატჩში 5 გოლი გაუტანა. ევროპის ლიგის პლეიოფის ორრაუნდიან დაპირისპირებაში ამდენი გოლი მხოლოდ კოლუმბიელ რადამელ ფალკაოს გაუტანია. 2010-2011 წლების სეზონის ნახევარფინალში “ვილიარეალის” წინააღმდეგ.

შენიშვნა – სტატისტიკური მონაცემები შედგენილია ევროპის ლიგის სახელის გადარქმევიდან მოყოლებული.

0.119615