ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე წარმოშობით შოტლანდიელი მოდელი, ნიკოლა მაკლეანი გლაზოგოს “რეინჯერსს” სიყვარულში გამოუტყდა და განაცხადა, რომ ამაყობს გალზგოური კლუბით, რომელიც არ შეუშინდა რანგით დაბალ ლიგებში გავარდნას და ძველებურად იბრძვის გრანდის სახელის დაბრუნებისათვის.
მკერდგანიერი ნიკოლა ოკეანესგაღმა ერთობ პოპულარული ქალბატონია და არაფერი სჯობს მისი იმ ორი ბურთის ცქერას, რომელთაც, მართალია, ერთი შეხედვით ფეხბურთთან ბევრი არაფერი აკავშირებს, მაგრამ ეს შეიძლება ჩვენთვის არ აკავშირებს და სხვის მაგივრად საუბარი კი აბა რა საკადრისია?
ნიკოლა მაკლეანი ერთი წლის წინ, მსოფლიოს გარშემო სამოგზაურო ტურში ჩართულა და როგორც ერთ-ერთ მაშინდელ ინტერვიუში ამბობს, არაერთი ქვეყანა და ხალხი ნახა, მაგრამ შოტლანდია მისი აზრით მაინც ყველაზე ლამაზი და საუკეთესო ქვეყანაა. აი პატრიოტიზმიც ასეთი უნდა!







