ჭიდაობა

3:03 | 21.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფალავანთა კლუბის წინ ზარბეგ ბერიაშვილის და როსტომ აბაშიძის ვარსკვლავები გაიხსნა

20 თებერვალს ფალავანთა კლუბთან თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონების – ზარბეგ ბერიაშვილის და როსტომ აბაშიძის ვარსკვლავები გაიხსნა.

გახსნის ცერემონიალს ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ჭიდაობის ფედერაციისა და კულტურის პალატის ხელმძღვანელები, მოწვეული სტუმრები, ტიტულოვანი სპორტსმენების ოჯახის წევრები, მოქმედი თუ ვეტერანი მოჭიდავეები, მწვრთნელები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

ფალავანა კლუბთან სამომავლოდ სხვა სახელგანთქმული ქართველი მოჭიდავეების ვარსკვლავებიც გაიხსნება.

ზარბეგ ბერიაშვილი

ზარბეგ ივანეს ძე ბერიაშვილი (დ. 10 სექტემბერი, 1939, თბილისი), ქართველი სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა).

მსოფლიოს 1969 წლის ჩემპიონი და სამგზის მესამე პრიზიორი (1963, 1965, 1967), სსრკ-ს 5-გზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (70 და 74 კგ). სსრკ-ის მრავალგზის (1962, 1963, 1964, 1965, 1966, 1969), ევროპის ოთხგზის (1965, 1966, 1967, 1970) ჩემპიონი. სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1969). დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლით.

როსტომ აბაშიძე

დაიბადა 23.02.1935, ბათუმი. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (87, 97, 100 კგ). მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1958, 62, 63), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1957, 60, 62), სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1956), ივან პოდდუბნის სახელობის საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული (1964), მსოფლიოს III ახალგაზრდული თამაშების ჩემპიონი (1957). XVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1964, ტოკიო, V ადგილი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105933