ფეხბურთი

2:16 | 21.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკოს" გასვლითი გამარჯვება

საფრანგეთის მორიგი ტური ნიცაში დაიწყო. “ალიანს რივიერაზე” პუელის გუნდს “მონაკო” ესტუმრა. მატჩის ძირითადმა ნაწილმა გოლის გარეშე ჩაიარა, თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ცვლილებაზე გამოსულმა ბერნარდო სილვამ 19 წლის მოუზ ჰასენის კარში ერთადერთი გოლი გაიტანა.

პირველი ტაიმის მიწურულს მთავარმა მსაჯმა ბასტიენმა მოედნიდან გააძევა “მონაკოს” ტუნისელი მცველი აიმენ აბდენური. მიუხედავად ამისა ჟარდიმის გუნდმა ქულათა მაქსიმუმის მოპოვება მოახერხა.

მასპინძლები 7 მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ დამარცხდნენ, “მონაკომ” კი მნიშვნელოვანი ქულები მოაგროვა და სამეულში მოსახვედრად მორიგი ნაბიჯი გადადგა.

20 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ბერნარდო სილვამ მიმდინარე სეზონის ლიგა 1-ში მესამე გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ სამივე შემთხვევაში ახალგაზრდა ცაციას გოლი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

ნიცა – მონაკო 0:1 (0:0)

ნიცა, “ალიანს რივიერა”

ნიცა: ჰასენი, დიავარა, ჟენევოსი (კოზიელო 46), ამავი, ჰალტი, ედუარდო, მენდი, ეისერიკი, პლეა, პალუნი (გომისი 43), ვერკაუტერენი (ბოსეტი 65)

მთავარი მწვრთნელი: პუელი

მონაკო: სუბასიჩი, აბდენური, კურზავა (ტურე 35), ფაბინიო, ვალასე, ტულალანი, მოუტინიო, კონდოგბია, კარასკო, ბერბატოვი (სილვა 58), კარვალიო (მარტაილი 76)

მთავარი მწვრთნელი: ჟარდიმი

გოლი: 0:1 ბერნარდო სილვა (85)

მთავარი მსაჯი: ბასტიენი

გაფრთხილება: მენდი (26), გომისი (57), დიავარა (77), ეისერიკი (88)

გაძევება: აბდენური (45+3)

0.138417