ფეხბურთი

21:14 | 15.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი: “ემპოლისთან” ფრეს არა უშავს

იტალიის სერია ა-ს 23-ე ტურის მატჩში “მილანმა” შინ “ემპოლისთან” ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩის შემდგომ “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ აღნიშნა, რომ ფრე არც თუ ისე ცუდი შედეგია.

“სამწუხაროდ, ბოლოს დროს “მილანის” საქმე ცუდად მიდის. ჩვენ მატჩის 30-ე წამზე დავკარგეთ ალექსი, რომელსაც ცხვირი გაუტყდა და რამდენიმე წუთი კაცნაკლულები ვთამაშობდით. “ემპოლიმ” კარგი ფეხბურთი ითამაშა. მატჩი თანაბრად მიმდინარეობდა. ძალიან უაზრო გოლი გავუშვით. ჩვენ მომავლისკენ უნდა გავიხედოთ. იმედი მაქვს, ტრავმირებული ფეხბურთელები მალე გამოჯანმრთელდებიან. მესმის იმ გულშემატკვირების, რომლებიც გვაკრიტიკებენ. იქიდან გამომდინარე, რომ მატჩი კაცნაკლულებმა დავამთავრეთ, ფრე არც თუ ისე ცუდი შედეგია”- ინძაგის სიტყვებს Football Italia ციტირებს.

“ემპოლის” ქართველი ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე მატჩის ბოლომდე სათადარიგო სკამზე იჯდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066687