კალათბურთი

10:29 | 12.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 8 ქულა და 6 მოხსნა

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” შინ “საკრამენტო კინგზი” 111:103 დაამარცხა. ტრავმის შემდგომ ზაზამ მეორე მატჩი ჩაატარა. ფაჩულია ამჯერადაც სატარტო 5-ეულში არ იმყოფებოდა, მაგრამ პარკეტზე საკმაო დრო, 26 წუთი დაჰყო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გუნდს 8 ქულა, 6 მოხსნა და ერთი პასი შესძინა. ფაჩულიამ 10-დან 4 ორქულიანი გამოიყენა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქართველი ცენტრი საჯარიმო ხაზთან არ დამდგარა. ზაზას მოედანზე ყოფნის დროს “მილუოკიმ” მეტოქეზე 10 ქულით მეტი ჩააგდო.

“მილუოკიში” ოჯეი მაიო 21 ქულით გამოირჩა, ხოლო “საკრამენტოში საუკეთესო 28 ქულით და 19 მოხსნით დემარკუს კაზინსი გახლდათ.

“მილუოკი ბაქსი” 30 მოგებით და 23 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფება.

მატჩის საუკეთესო მომენტები:

https://www.youtube.com/watch?v=MkVwhyi0yRA

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118874