ჭიდაობა

12:40 | 7.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვაკეში ვარშავის განაცხადი გამოიკვეთა

ჭიდაობის გაერთიანებული მსოფლიო ფედერაციის გადაწყვეტილებით, წლეულს ეროვნულ, ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ტრადიციული ჩემპიონატების გარდა, 23-წლამდელთა შორისაც გაიმართება ევროპირველობა.

საქართველოში კი ამ ასაკობრივი ნაკრების დასაკომპლექტებლად ტურნირი უკვე ჩატარდა. ვაკის ფალავანთა კლუბში კონკურენციაში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის საჭიდაო სკოლის წარმომადგენლები ჩაებნენ. მედლები რვა წონით კატეგორიაში გათამაშდა და აქედან სამში, პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე სენაკელი მოჭიდავეები ავიდნენ. ორ წონაში ოქროს მედალს ქუთაისელი სპორტსმენები დაეუფლნენ, ხოლო თბილისისა და გარდაბნის გუნდებს თითო ოქრო ერგოთ.

წინასწარი ინფორმაციით, სწორედ ჩემპიონებით დაკომპლექტებული გუნდი იჭიდავებს ევროპირველობაზე, რომელსაც 24-29 მარტს ვარშავა უმასპინძლებს.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

საქართველოს ჩემპიონატი

23 წლამდე

59 კგ

1 ხვიჩა ჭითავა (სენაკი)

2 ნიკა ცეცხლაძე (აჭარა)

3 რამაზ სურმანიძე (აჭარა)

3 გიზო მელაძე (აჭარა)

65 კგ

1 გიორგი დავითაია (სენაკი)

2 თორნიკე ჯანგავაძე (ქუთაისი)

3 მურად მიქელაძე (აჭარა)

3 ედნარ შავაძე (აჭარა)

71 კგ

1 ბაკურ გოგოლი (სენაკი)

2 გიორგი ჯაში (ოზურგეთი)

3 თამაზ მულაძე (რუსთავი)

3 თამაზ ჭელიძე (აჭარა)

75 კგ

1 გიორგი ჩაჩანიძე (ქუთაისი)

2 თემური რუხვაძე (ბაღდათი)

3 დავით სამხარაძე (თბილისი)

3 ლაშა დევიძე (თერჯოლა)

80 კგ

1 ლაშა გობაძე (აჭარა)

2 თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)

3 კონსტანტინე ბარბაქაძე (გარდაბანი)

3 ტარიელ კეკელიძე (აჭარა)

85 კგ

1 რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)

2 ლევან ყურფარაშვილი (გარდაბანი)

3 შალვა ხაჩიძე (თბილისი)

3 აკაკი კანდელაკი (თბილისი)

98 კგ

1 კუკური კირცხალია (თბილისი)

2 ნუკრი ფერსელიძე (აჭარა)

3 გიორგი მარშანია (თბილისი)

3 ბექა ქურცაძე (ქუთაისი)

130 კგ

1 შოთა გოგისვანიძე (ქუთაისი)

2 სამუკა დარჩია (ოზურგეთი)

3 ოთარ ლოლაძე (ქუთაისი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112755