საჩხერის “ჩიხურამ”, რომელიც საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის თურქეთში ემზადება, 6 თებერვალს ორი შემადგენლობით ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
პირველ მატჩში საჩხერლებმა უკრაინული დონეცკის “მეტალურგი” დენის დიბროვოლსკის მიერ გატანილი საუცხოო გოლით დაამარცხეს. “ჩიხურას” ცენტრალურმა ნახევარმცველმა დონეცკელთა კარი მოედნის ცენტრიდან აიღო.
საჩხერელთა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ გუნდი ასეთი სასტარტო შემადგენლობა დააყენა:
ზარქუა, ღონღაძე, შოთა კაშია, ლუბჩაკი, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, მანჯგალაძე, განუგრავა, კორიფაძე, ტროიანოვსკი, დეკანოიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ზაზა ჭელიძე, კუჭუხიძე, კაკაშვილი.
მეორე მატჩი “ჩიხურამ” შვეიცარიის “არაუს” ახალგაზრდულ გუნდთან ჩაატარა და 6:2 გაიმარჯვა.
ამჯერად, ფრუიძის არჩევანი ასე გამოიყურებოდა:
მაქსიმე ქვილითაია, კამლაძე, ზაზა ჭელიძე, კაკაშვილი, ჩიკვაიძე, სიხარულია, იაკობაშვილი, ივანიშვილი, დეკანოიძე, კურტანიძე, მუმლაძე.
შეცვლაზე მეკარე მწყერაშვილი შევიდა.
საჩხერელთაგან გოლები გაიტანეს: 1:0 მუმლაძე (34 ), 2:0 მუმლაძე (53 წ), 3:0 დეკანოიძე (57 ), 4:0 დეკანოიძე (67), 5:0 კურტანიძე (71), 6:1 კურტანიძე (77)






