ფეხბურთი

22:45 | 1.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გედებმა” “სენტ მერის” გადაუფრინეს

პრემიერლიგის 23-ე ტური სენსაციურად დასრულდა. მესამე ადგილოსანმა “საუთჰემპტონმა” უელსური “სუონსი” მიიღო შინ და დიდი უპირატესობის მიუხედავად დამარცხდა.

“წმინდანებს” ძალიან ბევრი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ან ლუკას ფაბიანსკის ვერ ჯობნიდნენ, ანაც მიზანი აკლდებოდათ. სტუმრებმა კი, ერთადერთხელ დაარტყეს ზუსტად ფორსტერის კარის მიმართულებით და გოლის გატანა მოახერხეს. 83-ე წუთზე შესანიშნავად ითამაშა ჯონჯო შელვიმ და შორეული დარტყმით გამარჯვების გაიტანა. უნდა ითქვას, რომ სტუმართა კიპერმა მთლად დამაჯერებლად ვერ ითამაშა აღნიშნულ ეპიზოდში, რადგან მას თავისი გუნდის გადარჩენა აშკარად შეეძლო. დარჩენილ დროში “საუთჰემპტონი” მთელი ძალებით მიაწვა მეტოქეს, მაგრამ ფაბიანსკის კარში ბურთი არ შედიოდა. ერთ ეპიზოდში სადიო მანეს ეშლი უილიამსმა ორჯერ ცარიელი კარიდან გამოუტანა ბურთი. რონალდ კუმანის შეგირდებმა მესამე ადგილი დაკარგეს და “არსენალს” მხოლოდ ბურთების უკეთესი მაჩვენებლით ჯობნიან.

ნახსენებმა “არსენალმა” შინ “ასტონ ვილა” მიიღო და უმოწყალოდ გაანადგურა. პირველ ნახევარში ლონდონელებმა ოლივიე ჟირუს გოლით იმარჯვეს, ხოლო მეორე ტაიმში ბირმინგემულ კლუბს გადაუარეს. 56-ე წუთზე მესუთ ოზილმა დიდი ხნის შემდეგ მოახერხა გოლის გატანა, 7 წუთში უკვე თეო უოლკოტმა გაიხსენა გოლი გატანა, 75-ე წუთზე სანტი კასორლამ გაიტანა პენალტი, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბელერინიმაც მოახერხა გატანა – 5:0.

არსენალი – ასტონ ვილა 5:0 (1:0)


ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”

არსენალი (4-2-3-1): ოსპინა, მერტესაკერი, კოშელნი, ბელერინი, მონრეალი, რემსი (ფლამინი 77), კოკლენი, უოლკოტი (როსიცკი 70), კასორლა, ოზილი, ჟირუ (აკპომი 70).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, კლარკი, ოკორე, ჰატონი, რიჩარდსონი, სანჩესი (ვესტვუდი 76), დელფი, კლევერლი (აგბონლაჰორი 66), ვაიმანი (სინკლერი 66), ხილი, ბენტეკე.
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

გოლები: 1:0 ჟირუ (8), 2:0 ოზილი (56), 3:0 უოლკოტი (63), 4:0 კასორლა (75 პენ.), 5:0 ბელერინი (92).
გაფრთხილებები: კლარკი, ხილი
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 13(8)-9(2), ჯარიმა: 6-10, კუთხური: 7-7, თამაშგარე: 3-0, სეივი: 2-3

საუთჰემპტონი – სუონსი 0:1 (0:0)

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, იოშიდა, ფონტე, ბერტრანი, კლაინი, რიდი (მანე 63), დევისი, ელია (სიგერი 92), უარდ-პროუსი, ტადიჩი, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, ნოუტონი (რანხელი 82), ფერნანდესი, უილიამსი, ნ.ტეილორი, კეროლი, ფულტონი, შელვი, ემნსი (ბაროუ 16; ამატი 93), დაიერი, გომისი.
მწვრთნელი: გარი მონკი

გოლი: შელვი 83.
გაფრთხილებები: იოშიდა – ტეილორი
გაძევება: ბერტრანი 89.
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 15(6)-6(1), ჯარიმა: 8-12, კუთხური: 9-0, თამაშგარე: 0-3, სეივი: 0-6

ბომბარდირები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 17. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) -14. ჩარლი ოსტინი (ქპრ) - 13. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 12.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.170489