ჩოგბურთი

17:38 | 1.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მეხუთედ მოიგო

პლანეტის ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ბრიტანელი ენდი მარეი 7:6, 6:7, 6:3, 6:0 დაამარცხა.

პირველი სეტი ჯოკოვიჩმა ტაი-ბრეიკზე 7:5 მოიგო. მეორე სეტში ტაი-ბრეიკზე მარეიმ 7:4 იმარჯვა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. მესამე სეტში 4:3-ზე სერბმა ბრეიკი შეასრულა, რაც სეტის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. მეოთხე სეტში მარეი აშკარად ფსიქოლოგიურდ გატყდა და მშრალზე წააგო.

მატჩი 3 საათსა და 44 წამს გაგრძელდა. ნოლემ 8 ეისი ჩააწოდა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა. მარეიმ 10 ეისი ჩააწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა. სერბმა მატჩში 9 ბრეიქი შეასრულა, ბრიტანელმა - 5.

ნოლემ ტურნირის განმავლობაში სულ 3 სეტი წააგო.

ნოვაკმა ტურნირის მოგებით 3,1 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ენდიმ ფინალში გასვლისთვის 1,5 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო.

ურთიერთშეხვედრებში ჯოკოვიჩი მარეის 16:8 უგებს.

ბალკანელმა ავსტრალიის ღია პირველობა მეხუთედ მოიგო, სულ ნოლეს 8 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული. მარეი სეზონის პირველი დიდი სლემის ტურნირის ფინალში მეხუთედ დამარცხა. ენდის კარიერაში 2 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული (ამერიკის ღია პირველობა 2012 წელი, უიმბლდონი 2013)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112898