კალათბურთი

14:35 | 1.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 11 ქულა და სან დიეგოელთა ზედიზედ მე-3 გამარჯვება

“სან დიეგო ტორეროსმა”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი დუდა სანაძე იცავს, აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო.

სან დიეგოელებმა “სამ ფრანცისკოს” უმასპინძლეს და 77:69 მოიგეს. სასიხარულოა, რომ ტრავმის შემდეგ, სანაძე ნელ-ნელა სასურველ ფორმას იბრუნებს და ამჯერად, გუნდს დიდი დახმარება გაუწია.

დუდა სასტარტო ხუთეულში იყო და 21 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 3 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

მასპინძელთაგან სანაძეზე შედეგიანები ჯონი დი (20 ქულა) და ვასა პუსიკა (16 ქულა) იყვნენ.

“ტორეროსმა” 5 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და “ვესთ ქოუსთის” დივიზიონში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. 5 თებერვალს, დუდას კლუბი “ლოიოლ მერიმენტ ლაიონს” დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115311