ჩოგბურთი

14:03 | 1.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ფინალში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ფინალში დამარცხდა.

პირველი რეიტინგის მქონე გორგოძემ ნახევარფინალში ბულგარელ პეტია არშნიკოვას 6:2, 6:3 სძლია, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მე-2 ნომრად განთესილ ხორვატ ივა მეკოვიჩთან 4:6, 3:6 წააგო.

ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში მე-6 ნომრად მიჩნეულ სოფო ქვაცაბაიას აჯობა, არადა, პირველი სეტი ქართველ გოგონას დარჩა – 7:5, 2:6, 4:6.

წყვილთა ტურნირში გორგოძე და ქვაცაბაია პირველ ნომრად არიან განთესილნი და ნახევარფინალში უნგრულ დუეტს (ბარზო-სტოლმარი) გაეჯიბრებიან.

თუკი ქართველებმა იმარჯვეს, უკვე ცნობილია, რომ ფინალში ისინი მე-2 რეიტინგის მქონე პოლონელ ბარანსკას და ფრანგ მუნტეანს ეთამაშებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111313